ჩაბარების ვადა:

5 ივლისი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T9984 - ტენდერი ცოცხალი დაცვით მომსახურებაზე მთლიანი საქართველოს ტერიტორიაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი ერთერთი ლიდერია საცალო გაყიდვების და გართობა-დასვენების სფეროში ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი წარმოადგენს ერთერთ ყველაზე სწრაფმზარდ და სწრაფად განვითარებად კომპანიას, სადაც დასაქმებულია 33 000 თანამშრომელი. მაჯიდ ალ ფუტაიმ საცალო გაყიდვები მართავს კარფურის ჰიპერმარკეტებს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდლოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სთავაზობს მომხმარებელს ფართო ასორტიმენტს, ხარისხიან პროდუქციას და საუკეთესო ფასებს.

მაჯიდ ალ ფუტაიმ კარფური, როგორც დამსაქმებელი, იღწვის დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვის და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. ჯგუფი ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების განვითარებას, ტრეინინგებს, წინსვლას და ცდილობს მოიპოვოს მათი ლოიალურობა.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური) აცხადებს ტენდერს ცოცხალი დაცვის სერვისზე მთლიანი საქართველოს ტერიტორიაზე

ტენდერის პირობები:

  • ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია 1 წლის ვადით გაუწიოს ცოცხალი დაცვით  მომსახურება საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე კარფურის ფილიალებში. 
  • შემოთავაზებაში ღირებულება დაფიქსირებული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს ჩათვლით. 
  • დაინტერესებულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ გამოითხოვონ ობიექტის ნახაზები.

თანდართული ფაილები:

  • სააპლიკაციო ფორმა N1. (ინფორმაცია კომპანიის შესახებ);
  • ტექნიკური დოკუმენტაცია
  • განფასების ცხრილის (ნიმუში)

მოთხოვნები:

  • შევსებული და დამოწმებული (ხელმოწერილი და ბეჭედდარტყმული) სააპლიკაციო ფორმა N1 
  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის შემოთავაზება (განფასების ცხრილი) (ხელმოწერილი და ბეჭედდარტყმული)
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ( კომპანიის შესახებ);
  • დოკუმნტაცია უნდა მოთავსდეს დალუქულ კონვერტში და დაისვას ბეჭედი დალუქვის ადგილზე;
  • კონვერტზე უნდა დაიტანოთ ტენდერის დასახელება, თქვენი კომპანიის დასახელება და საკონტაქტო პიროვნების ტელეფონი;
  • კონვერტზე უნდა დაიტანოთ მიმღები პიროვნების  გიორგი ნაფეტვარიძე სახელი და გვარი;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • კონვერტის მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის 5 ივლისის, 18:00 საათი.
  • კონვერტი უნდა მოიტანოთ ჩვენი კომპანიის სათაო ოფისის მიმღებში: ისანი ნავთლუღის 8ა, ისანი მოლის მეორე სართულზე, სამუშაო დღეებია ორშაბათი-პარასკევი 9:00-18:00, შესვენება 13:00-15:00;

ტენდერთან დაკავშირებულ შეკითხვებზე საკონტაქტო პიროვნება:
გიორგი ნაფეტვარიძე
მობ: 599 99 50 67
Email: gnapetvaridze@mafcarrefour.com

ტენდერის კატეგორია:

  • 79700000 გამოძიებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71700000 მონიტორინგი და კონტროლი