11 ოქტომბერი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT10769 - ტენდერი საინფორმაციო უსაფრთხოების ინციდენტების მონიტორინგის და მართვის სისტემის - SIEM შესყიდვა/დანერგვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს საინფორმაციო უსაფრთხოების ინციდენტების მონიტორინგის და მართვის სისტემის - SIEM შესყიდვა/დანერგვაზე.
სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა საუკეთესო ფასის და მომსახურების პირობების მქონე ერთი კვალიფიციური კომპანია, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება.
ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 5 წელი;
სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
- ფასი (ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით)
- აუცილებელია პრეტენდენტმა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა (ე.წ. MAF –Manufacturer Authorization Form)
- პრეტენდენტს უნდა ქონდეს SIEM სისტემების დანერგვის გამოცდილება, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია რომლითაც დასტურდება, რომ ანალოგიური გადაწყვეტილება დანერგილი აქვს მინიმუმ სამ ორგანიზაციაში საქართველოს ტერიტორიაზე.
- პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს შემოთავაზებული პროდუქტის, მწარმოებლის მიერ, სერტიფიცირებული მინიმუმ ერთი თანამშრომელი. დამადასტურებელ დოკუმენტად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მის თანამშრომელზე მწარმოებლის მიერ გაცემული სერტიფიკატი.
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი
- მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ორიგინალი, ბოლო 6 თვის გაცემული);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ცნობა საგადასახადო ორგანადან დავალიანების არქონის შესახებ;
- შეთანხმება კონფედენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);
- საბანკო ამონაწერს ან ცნობას საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო (6 თვის)
აუცილებელი პირობა:
- მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით.
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სს „ტერაბანკი“-ს კანცელარიაში: მისამართი: თბილისი, წმ ქეთევან დედოფლის გამზ.#3.
კონვერტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:
- კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
- ტენდერის დასახელება – „ტენდერი საინფორმაციო უსაფრთხოების ინციდენტების მონიტორინგის და მართვის სისტემის SIEM შესყიდვა/დანერგვა “
- ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 11 ოქტომბერი (18:00 სთ-მდე).
ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდით ბაჩა ხოფერიას, ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: Bacha.KhoperiaAdmin@terabank.ge ტელეფონზე . მობ: 577 61 40 02
სხვა ტენდერთან დაკავშირებულ კითხვებზე დაუკავშირდით ირაკლი მიქაძეს, ფოსტის შემდეგ მისამართზე: Irakli.mikadze@terabank.ge, ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 2005). მობ:595 60 01 04
შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
ტენდერის კატეგორია:
- 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები