ჩაბარების ვადა:
8 დეკემბერი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT11300 - ტენდერი ქსელური ფაირვოლის შესყიდვაზე
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.
ტენდერის აღწერილობა:
შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს ქსელური ფაირვოლის შესყიდვაზე.
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- ფასების მოწოდება უნდა მოხდეს შემდები პრინციპით:
- მოცემულია დამატებითი ექსელის ფაილი(ფაილი N1) სადაც უნდა მოხდეს ფასების მითითება;
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს);
- საქონლის მიწოდების სერვისი;
- მოწოდების ვადა: 1 თვე
- მოწოდების მისამართი: ქ. თბილისი, ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39-41;
- გადახდის პირობა: 30 დღიანი კონსიგნაცია;
- გთხოვთ, ფასი მიუთითოთ დოლარში;
დამატებითი ინფორმაცია:
- ფაირვოლის ბრენდი: Fortinet;
- ფაირვოლის მოდელები და რაოდენობა: Fortigate 200F 2ცალი , Fortigate 600E 2 ცალი;
- ტექნიკური მხარდაჭერის ვადა: ტექნიკური მხარდაჭერის სამი ვარიანტის ფასები უნდა იდოს შემოთავაზებაში თითოეულ ფაირვოლის მოდელისათვის 1, 3 და 5 წლიანი 24x7 FortiCare and FortiGuard Unified Threat Protection მხარდაჭერით;
- ფაირვოლის ლოგების ანალაიზერი: Forti Analyzer VM, 20GB/Day Log დღიური ლოგის ლიცენზიით;
- ლოგების ანალაიზერის ტექნიკური მხარდაჭერა: ტექნიკური მხარდაჭერის სამი ვარიანტის ფასები უნდა უნდა იდოს შემოთავაზებაში 1, 3 და 5 წლიანი FortiAnalyzer-VM Support 24x7 FortiCare Contract მხარდაჭერით;
- შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება არა ერთჯერადი ხელშეკრულება;
- ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პროდუქტის ღირებულება უნდა იყოს ფიქსირებული;
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
- ბრუნვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია - ბოლო ერთი წლის განმავლობაში სულ მცირე 100,000.000 ლარის;
- მსგავსი პროექტის შესრულების გამოცდილება, 1 წლიანი გენერალური კონტრაქტი, რომლის ფარგლებშიც სულ მცირე 50,000,000 ლარის ღირებულების ტექნიკის მიწოდება მოხდა ეტაპობრივად დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად და შესაბამისი სარეკომენდაციო წერილი;
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
- სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2021 წლის 29 ნოემბრიდან 2021 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით;
- დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
მარიამ გიქოშვილი
შესყიდვების მენეჯერი
nino.bushelashvili@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
- 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები