ჩაბარების ვადა:

30 მარტი 2024, 23:55

სტატუსი:

დასრულებული

T21445 - Digitalization of the Georgian Apparel and Fashion Association

ტენდერის აღწერილობა:

საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციას დაგეგმილი აქვს, შეისყიდოს შემდეგი მომსახურება საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირისგან: "საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციის გაციფრულება".

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ტექნიკური დავალება: (დანართი 1).

  • დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი შემოთავაზება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე Contact@gafa.org.ge
  • შემოთავაზების მიღების ბოლო ვადა გახლავთ 30.03.2024 23:55 საათი
  • გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე.
  • დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება!
  • შემოთავაზებები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში (ეროვნული ვალუტა), სხვა ვალუტაში წარმოდგენილი შემოთავაზებები არ მიიღება.
  • გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ასოციაცია აღნიშნული პროექტის ფარგლებში გათავისუფლებულია დღგ-ს გადასახადისგან.

გთხოვთ შემოთავზების ელექტრონულად გამოგზავნისას დაიცვათ შემდეგი მითითებები:

  • შემოთავაზებები წარმოდგენილი უნდა იყოსPDF-ფორმატში.
  • ფინანსური და ტექნიკური შემოთავაზებები უნდა იყოს წარმოდგენილი ორ ცალკეულ PDF ფაილად - ფაილები უნდა დასახელდეს შემდეგნაირად:
    1Technical offer; 2. Financial offer *

მეილის სათაურში (Subject) მითითებული უნდა იყოს შემდეგი ტენდერის ნომერი: 83457570. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება თქვენი შემოთავაზების იდენტიფიცირება.

შეთავაზებაში უნდა იყოს მითითებული შემდეგი ინფორმაცია:

  • კომპანიის სახელწოდება
  • საიდენტიფიკაციო ნომერი
  • საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი,ტელეფონი, ელ.ფოსტა)
  • ტენდერის ნომერი: 83457570
  • მიმღები: საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაცია.

შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ იქნება განხილული.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 15.04.2024-თვის.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ იურიდიულ პირთან.

შემოთავაზებების შეფასების ზოგადი სქემა:

შემოსული შემოთავაზებების შეფასება მოხდება როგორც ფასების, ასევე შინაარსის მიხედვით.

  • შინაარსობრივი შეფასების შემდეგ განიხილება წარმომდგენი პრეტენდენტების საფასო შემოთავაზებები.
  • საბოლოო შეფასებაში შინაარსობრივი/საგნობრივი შეფასება შევა 70%-ით და ფასი/ღირებულება 30% -ით.
  • მიღებული შედეგების მიხედვით პრეტენდენტებს პროგრამულად მიენიჭებათ რიგობრივი ნომერი.
  • საუკეთესო მაჩვენებლის მქონე იურიდიულ პირთან დაიწყება მოლაპარაკებები ხელშეკრულების გაფორმებისთაობაზე.
  • თუ მოლაპარაკებები არ დამთავრდა წარმატებით, მაშინ მოლაპარაკებები განახლდება რიგით მეორე პრეტენდენტთან.
  • შემოთავაზებების შინაარსობრივი/საგნობრივი შეფასების სქემა:
  • შემოთავაზების შინაარსობრივი ნაწილი უნდა პასუხობდეს თანდართულ ტექნიკურ დავალებაში მითითებულ ინფორმაციას.
  • ტექნიკური შეთავაზება არ უნდა შეიცავდეს რაიმე ინფორმაციას ფასის შესახებ.

არასაფასო შეფასების კრიტერიუმები თავის მხრივ დაიყოფა წინასწარ განსაზღვრული შეწონვის კოეფიციენტების მიხედვით.

იხილეთ თანდართული ფაილები :

  • ტექნიკური დავალება (შეთავაზება) / დანართი 1
  • შემოთავაზებების შინაარსობრივი შეფასების სქემა / დანართი 2
  • ფინანსური შეთავაზება / დანართი 3

საკონტაქტო ინფორმაცია:
Contact@gafa.org.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები