30 მარტი 2024, 23:55
სტატუსი:
დასრულებულიT21445 - Digitalization of the Georgian Apparel and Fashion Association
ტენდერის აღწერილობა:
საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციას დაგეგმილი აქვს, შეისყიდოს შემდეგი მომსახურება საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირისგან: "საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციის გაციფრულება".
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ტექნიკური დავალება: (დანართი 1).
- დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი შემოთავაზება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე Contact@gafa.org.ge
- შემოთავაზების მიღების ბოლო ვადა გახლავთ 30.03.2024 23:55 საათი
- გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე.
- დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება!
- შემოთავაზებები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში (ეროვნული ვალუტა), სხვა ვალუტაში წარმოდგენილი შემოთავაზებები არ მიიღება.
- გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ასოციაცია აღნიშნული პროექტის ფარგლებში გათავისუფლებულია დღგ-ს გადასახადისგან.
გთხოვთ შემოთავზების ელექტრონულად გამოგზავნისას დაიცვათ შემდეგი მითითებები:
- შემოთავაზებები წარმოდგენილი უნდა იყოსPDF-ფორმატში.
- ფინანსური და ტექნიკური შემოთავაზებები უნდა იყოს წარმოდგენილი ორ ცალკეულ PDF ფაილად - ფაილები უნდა დასახელდეს შემდეგნაირად:
1Technical offer; 2. Financial offer *
მეილის სათაურში (Subject) მითითებული უნდა იყოს შემდეგი ტენდერის ნომერი: 83457570. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება თქვენი შემოთავაზების იდენტიფიცირება.
შეთავაზებაში უნდა იყოს მითითებული შემდეგი ინფორმაცია:
- კომპანიის სახელწოდება
- საიდენტიფიკაციო ნომერი
- საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი,ტელეფონი, ელ.ფოსტა)
- ტენდერის ნომერი: 83457570
- მიმღები: საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაცია.
შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ იქნება განხილული.
შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 15.04.2024-თვის.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ იურიდიულ პირთან.
შემოთავაზებების შეფასების ზოგადი სქემა:
შემოსული შემოთავაზებების შეფასება მოხდება როგორც ფასების, ასევე შინაარსის მიხედვით.
- შინაარსობრივი შეფასების შემდეგ განიხილება წარმომდგენი პრეტენდენტების საფასო შემოთავაზებები.
- საბოლოო შეფასებაში შინაარსობრივი/საგნობრივი შეფასება შევა 70%-ით და ფასი/ღირებულება 30% -ით.
- მიღებული შედეგების მიხედვით პრეტენდენტებს პროგრამულად მიენიჭებათ რიგობრივი ნომერი.
- საუკეთესო მაჩვენებლის მქონე იურიდიულ პირთან დაიწყება მოლაპარაკებები ხელშეკრულების გაფორმებისთაობაზე.
- თუ მოლაპარაკებები არ დამთავრდა წარმატებით, მაშინ მოლაპარაკებები განახლდება რიგით მეორე პრეტენდენტთან.
- შემოთავაზებების შინაარსობრივი/საგნობრივი შეფასების სქემა:
- შემოთავაზების შინაარსობრივი ნაწილი უნდა პასუხობდეს თანდართულ ტექნიკურ დავალებაში მითითებულ ინფორმაციას.
- ტექნიკური შეთავაზება არ უნდა შეიცავდეს რაიმე ინფორმაციას ფასის შესახებ.
არასაფასო შეფასების კრიტერიუმები თავის მხრივ დაიყოფა წინასწარ განსაზღვრული შეწონვის კოეფიციენტების მიხედვით.
იხილეთ თანდართული ფაილები :
- ტექნიკური დავალება (შეთავაზება) / დანართი 1
- შემოთავაზებების შინაარსობრივი შეფასების სქემა / დანართი 2
- ფინანსური შეთავაზება / დანართი 3
საკონტაქტო ინფორმაცია:
Contact@gafa.org.ge
ტენდერის კატეგორია:
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები