16 ივნისი 2017, 15:00
სტატუსი:
დასრულებულიT2587 - ტენდერი ავტო გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს მომსახურების: ავტო გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე 07/06-NEO-S/BUILD-17
მომსახურების აღწერა:
ზესტაფონის რაიონის სოფ. არგვეთაში მდებარე ნეოგაზის კუთვნილი აგგს-ის რეკონსტრუქციის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოები თანდართული საპროექტო მასალების მიხედვით:
# | დასახელება |
1 | სანიაღვრე ‐ წყალარინების მილების ჩალაგება (ჭებით) |
2 | სამრეცხაოს წყალ‐გაყვანილობის მონტაჟი |
3 | სალექარის მოწყობა სამრეცხაოსთვის |
4 | გარე ფეკალური და სანიაღვრეს მოწყობა |
5 | ბეტონის ბორდიურის მოწყობა (ჩაბეტონებით) თან დართული სქემატური ნახაზის მიხედვით |
6 | ტერიტორიის შემოღობვა (კიბისებური, პანელური ღობით) |
7 | ელ. გაყვანილობისათვის (სამრეცხაო, დამტენი, განათება) საკაბელე არხების/მილების გაყვანა |
8 | განათების ბოძებისთვის ანკრების ჩასხმა სქემატური ნახაზის მიხედვით |
9 | ბეტონის საფარის მოწყობა თან დართული სქემატური ნახაზის მიხედვით |
10 | ახალი ავზების მონტაჟi |
დართულ ფაილებში გთხოვთ იხილოთ:
- შესასრულებელი სამუშაოების პროექტი;
- სამუშაოების საორიენტაციო მოცულობები.
შპს ნეოგაზი იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვის სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
- მინიმუმ ერთი სარეკომენდაციო წერილი (რეკომენდირებულია ორი).
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ (გაწერილი გეგმა-გრაფიკი):
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22.
საკონტაქტო პირი სამუშაოებთან დაკავშირებით:
- ოთარ გოცირიძე. საკონტაქტო ნომერი: 595 46 48 08.
- დავით კიკვიძე. საკონტაქტო ნომერი: 591 11 41 41.
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 16 ივნისი, 15:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები