ჩაბარების ვადა:

16 ივნისი 2017, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T2587 - ტენდერი ავტო გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს მომსახურების: ავტო გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე 07/06-NEO-S/BUILD-17

მომსახურების აღწერა:
ზესტაფონის რაიონის სოფ. არგვეთაში მდებარე ნეოგაზის კუთვნილი აგგს-ის რეკონსტრუქციის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოები თანდართული საპროექტო მასალების მიხედვით:

# დასახელება
1 სანიაღვრე ‐ წყალარინების მილების ჩალაგება (ჭებით)
2 სამრეცხაოს წყალ‐გაყვანილობის მონტაჟი
3 სალექარის მოწყობა სამრეცხაოსთვის
4 გარე ფეკალური და სანიაღვრეს მოწყობა
5 ბეტონის ბორდიურის მოწყობა (ჩაბეტონებით) თან დართული სქემატური ნახაზის მიხედვით
6 ტერიტორიის შემოღობვა (კიბისებური, პანელური ღობით)
7 ელ. გაყვანილობისათვის (სამრეცხაო, დამტენი, განათება) საკაბელე არხების/მილების გაყვანა
8 განათების ბოძებისთვის ანკრების ჩასხმა სქემატური ნახაზის მიხედვით
9 ბეტონის საფარის მოწყობა თან დართული სქემატური ნახაზის მიხედვით
10 ახალი ავზების მონტაჟi

დართულ ფაილებში გთხოვთ იხილოთ:

  • შესასრულებელი სამუშაოების პროექტი;
  • სამუშაოების საორიენტაციო მოცულობები.

შპს ნეოგაზი იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვის სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
  • მინიმუმ ერთი სარეკომენდაციო წერილი (რეკომენდირებულია ორი).
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ (გაწერილი გეგმა-გრაფიკი):
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
    - ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22.

საკონტაქტო პირი სამუშაოებთან დაკავშირებით:

  • ოთარ გოცირიძე. საკონტაქტო ნომერი: 595 46 48 08.
  • დავით კიკვიძე. საკონტაქტო ნომერი: 591 11 41 41.

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 16 ივნისი, 15:00 საათი.

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები