2 მარტი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT3546 - ტენდერი საწვავის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს საწვავის შესყიდვაზე.
ტენდერის ფარგლებში შეირჩევა საუკეთესო ფასის მქონე ერთი კვალიფიციური კომპანია რომელთანაც გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება საწვავის მოწოდებაზე.
ტენდერი ჩატარდება 1 ლოტად
2018 წლის მანძილზე შესაძენი საწვავის საპროგნოზო რაოდენობები:
საწვავის ტიპი | ლიტრი |
პრემიუმი ტალონებით | 21000 |
პრემიუმი პლასტიკურით | 60000 |
ევრო დიზელი პლასტიკურით | 3000 |
ევრო დიზელი ტალონებით | 4000 |
ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 5 წელი;
- ბენზინ-გასამართი სადგურების ფართო ქსელი თბილისში და რეგიონებში.
- პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს პლასტიკური ბარათები და ტალონებით მომსახურების სერვისი.
აუცილებელი მოთხოვნა:
- ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, გადასახადების ჩათვლით. თითოეული ტიპის საწვავის შემთხვევაში ფასი უნდა შეიცავდეს, მომწოდებლის ქსელში არსებულ ლიტრის ღირებულებაზე ფასდაკლების შესახებ ინფორმაციას.
სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
- ფასდაკლების ღირებულება (თითოეული ტიპის საწვავზე);
- საწვავის ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები(თითოეული ტიპის საწვავზე);
- ავტო გასამართი სადგურების ჩამონათვალი და ლოკაციები;
- შეთანხმება კონფედენციალურობაზე, შევსებული (იხ. დანართი);
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების შესახებ;
სატენდერო განაცხადი სს „ტერაბანკს“ ეგზავნება დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე: თბილისი 0103, წმ ქეთავან დედოფლის გამზ. 3
გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი მონაცემები:
- კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
- ტენდერის დასახელება
- ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;
ტენდერის ჩაბარების პირობები
სატენდერო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის, 2 მარტი (17:00 საათამდე). ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით: ლაშა ჭანტურიძეს ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: lasha.chanturidze@terabank.ge ან ტელეფონზე 255 00 00 (შიდა 1153).
ტენდერის პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით: გიორგი იმერლიშვილს ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: george.imerlishvilii@terabank.ge ან ტელეფონზე 255 00 00 (შიდა 2009).
შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
ტენდერის კატეგორია:
- 09100000 საწვავი