20 აგვისტო 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT4222 - ტენდერი გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის სისტემის მოწყობაზე
ტენდერის აღწერილობა:
საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია აცხადებს ტენდერს მომსახურების: საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის შენობაში სათათბირო და მისაღებ ოთახში გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის სისტემის მოწყობა #04/07-GIEC-S/BUILD-19
მომსახურების აღწერა
საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის შენობაში, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. #18, სათათბირო და მიმდებარე მისაღები ოთახის გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის სისტემის მოწყობა არხული კონდიცირებით და ხმა დახშული ვენტილატორების მეშვეობით.
დართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ:
- შენობის, სათათბირო და მისაღები ოთახების გეგმარების ნახაზები.
საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
სასურველი პირობა: დაინტერესებულმა პირებმა შენობის სანახავად და დამატებითი დეტალების გასაცნობად მიმართეთ მისამართზე ქ.თბილისი გაზაფხულის 18.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვების სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ (გაწერილი გეგმა-გრაფიკი):
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. - პრეტენდენტი კომპანიის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
- დოკუმენტაციის წარდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული სახით ელ-ფოსტის მისამართზე dagekyan@gig.ge , დოკუმენტაცია უნდა იყოს სკანირებული და ქართულ ენაზე, ორგანიზაციის ოფიციალურ ბლანკზე, დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი და ხელმოწერა.
- საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: დიმიტრი აგეკიანი. ელ.ფოსტა: dagekyan@gig.ge ; საკონტაქტო ნომერი: 598 88 94 90.
- საკონტაქტო პირი სამუშაოებთან და ტექნიკური საკითხებთან დაკავშირებით: გიორგი ბერიძე; საკონტაქტო ნომერი: 599 88 55 75.
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 20 აგვისტო, 18:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები