12 მარტი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT4964 - ფასთა გამოკითხვა ქ. თბილისი, ხოშარაულის ქ.N27ა-ში მდებარე N1 შენობის (ე.წ. ,,პარლამენტის გარაჟები“) აზომვით და სახანძრო უსაფრთხოების შესაბამისად პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას ქ. თბილისი, ხოშარაულის ქ.N27ა-ში მდებარე N1 შენობის (ე.წ. ,,პარლამენტის გარაჟები“) აზომვით და სახანძრო უსაფრთხოების შესაბამისად პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებზე.
შესყიდვის ობიექტის დახასიათება:
დასახელება | განზ. ერთი | ერთეულის ფასი | შენიშვნა |
ტოპოგრაფიული გეგმა არსებული საინჟინრო ქსელების, არსებული შენობა-ნაგებობების დატანით და მათი ექსპლიკაციით | 1 მ2 | ||
N1 შენობის არქიტექტურული აზომვითი ნახაზები - გეგმები, ჭრილები, ფასადები | 1 მ2 | გეგმებზე მიეთითოს დონეების აბსოლუტური მაჩვენებლები | |
შენობის სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისი სამუშაო პროექტის | 1 მ2 | გასათვალისწინებელია, რომ შენობის საოფისე ნაწილში მოქმედებს სახანძრო სიგნალიზაცია |
- სამუშაოების ჩატარების შემდეგ შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს დოკუმენტაციის როგორც ამობეჭდილი (ე.წ. Hard Copy), ასევე ელექტრონული (PDF, Archicad, ან Autocad) ვერსიები.
სამუშაოების ჩატარების ადგილმდებარეობა და ვადა
- ქ. თბილისი, ხოშარაულის ქ.N27ა
- სამუშაოების შესრულების ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღე.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- ინფორმაცია მომსახურების მოცულობების შესახებ;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- პრეტენდენტის იურიდიული სახელწოდება, საკონტაქტო ინფორმაცია.
- ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ ანალოგიური მომსახურების გაწევაზე
სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები და ფოტო-მასალა იხილეთ თანდართულ ფაილში.
ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით, დალუქულ კონვერტში, მისამართზე: ქ.თბილისი, კოსტავას ქ. N70; კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს: 2019 წლის 12 მარტს 18:00 სთ-მდე
მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენამდე სავალდებულოა აპლიკანტი სამუშაოების შესრულების ადგილზე გაეცნოს არსებულ სიტუაციას.
შედეგები ცნობილი იქნება 2019 წლის 15 მარტს.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: tamar.japhiashvili@amadco.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე:
საკონტაქტო პირი:
თამარ ჯაფიაშვილი +995 322 22 65 33 (19)
ყოველ დღე: 10:00-დან 18:00-მდე.
შენიშვნა:
- წინადადების წარდგენისას მონაწილე არ უნდა იყოს:
- გაკოტრების პროცესში
- ლიკვიდაციის პროცესში;
- მოვალეთა რეესტრში;
- ყადაღა დადებული.
შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ მიერ გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებული იქნება როგორც პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილ სამუშაოების შესრულების ღირებულებაზე, ასევე მათ გამოცდილებასა და საანგარიშსწორებო პირობებზე.
ტენდერის კატეგორია:
- 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები