ჩაბარების ვადა:
21 მარტი 2019, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT5013 - ტენდერი ობიექტების დაცვის მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
"ორი ნაბიჯი" აცხადებს ტენდერს ობიექტების დაცვის მომსახურებაზე.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია დალუქულ კონვერტში:
კომერციული წინადადება, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- კომპანიის სრული დასახელება;
- საკონტაქტო პირის სახელი და გვარი;
- მისამართი;
- ტელეფონი;
- საბანკო რეკვიზიტები;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
კომერციული პირობები:
- ოპერატიული თანამშრომლების რაოდენობა;
- მომსახურების არეალი საქართველოში;
- რეაგირების დრო თბილისში და რეგიონებში;
- ყოველთვიური გადასახადი თითოეული ობიექტის დაცვაზე;
- ცოცხალი დაცვის დღიური ღირებულება.
დღეისათვის კომპანიას გააჩნია 150 სავაჭრო ობიექტი თბილისში და რეგიონებში, რომელთა რიცხვიც იზრდება.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ: 2019 წლის 21 მარტს 17:00 საათამდე.
- სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა განხორციელდეს დალუქულ კონვერტში, სამუშაო საათების განმავლობაში, შემდეგ მისამართზე: “2 ნაბიჯი”,ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39-41 თბილისი, 0113, საქართველო.
დაგვიანებული წინადადებები არ მიიღება, ხოლო არასრული წინადადებები არ განიხილება.
გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ კომპანიის დასახელება და "ტენდერი ობიექტის დაცვის მომსახურებაზე".
ტენდერის კატეგორია:
- 79700000 გამოძიებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 71700000 მონიტორინგი და კონტროლი