ჩაბარების ვადა:
1 აპრილი 2019, 13:00
სტატუსი:
დასრულებულიT5034 - ტენდერი ცენტრალური ოფისის P სართულის სარეკოსტრუქციო-სარემონტო სამუშაოებზე
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კროპორაცია“ აცხადებს ტენდერს ცენტრალური ოფისის P სართულის სარეკოსტრუქციო-სარემონტო სამუშაოებზე #19/03/2019-GIEC-S/0430
მომსახურების აღწერა: შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“-ს ცენტრალური ოფისის P სართულის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოების წარმოება შემსრულებლის მასალით;
მისამართი: ცენტრალური ოფისი - თბილისი გაზაფხულის 18.
დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:
- ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობის ფოტო მასალა;
- საპროექტო რენდერი;
- გათბობა; გაგრილება; ვენტილაციის პროექტი;
- ელ. მომარაგების პროექტი;
- წყალმომარაგება; კანალიზაციის პროექტი;
- სამუშაოების და მასალების მოცულობების ჩამონათვალი.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვის გზით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ:
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე; - ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ (თუ შესაძლებელია ვიზუალური მასალაც წარმოადგინეთ);
- პრეტენდენტი ორგანიზაციის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
- სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა №18 თეიმურაზ ჩიჩუას სახელზე. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება; დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2019 წლის 01 აპრილს 13:00 საათამდე.
- საკონტაქტო პირი დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: თეიმურაზ ჩიჩუა ელ.ფოსტა: tchichua@gig.ge; 591 93 10 10.
- საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: გიორგი ბერიძე საკონტაქტო ნომერი: 599 88 55 75.
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
დოკუმენტაცია
ელ მომარაგება
ელ მომარაგება
რენდერი
რენდერი
ფაქობრივი მდგომარეობის (ფოტო მასალა)
ფაქობრივი მდგომარეობის (ფოტო მასალა)
ცენტრალურ ოფისში სარემონტო -სარეკოსტრუქციო სამუშაოები
ცენტრალურ ოფისში სარემონტო -სარეკოსტრუქციო სამუშაოები
წყალსადენი,კანალიზაცია
წყალსადენი,კანალიზაცია
ვენტილაცია
ვენტილაცია
სამუშაოების და მასალების მოცულობები ჩამონათვალი
სამუშაოების და მასალების მოცულობები ჩამონათვალი
ყველას ჩამოტვირთვა