ჩაბარების ვადა:

1 აპრილი 2019, 13:00

სტატუსი:

დასრულებული

T5034 - ტენდერი ცენტრალური ოფისის P სართულის სარეკოსტრუქციო-სარემონტო სამუშაოებზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

შპსსაქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კროპორაციააცხადებს ტენდერს ცენტრალური ოფისის P სართულის სარეკოსტრუქციო-სარემონტო სამუშაოებზე #19/03/2019-GIEC-S/0430

მომსახურების აღწერა: შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“-ს ცენტრალური ოფისის P სართულის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოების წარმოება შემსრულებლის მასალით;

მისამართი: ცენტრალური ოფისი - თბილისი გაზაფხულის 18.

დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:

  • ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობის ფოტო მასალა;
  • საპროექტო რენდერი;
  • გათბობა; გაგრილება; ვენტილაციის პროექტი;
  • ელ. მომარაგების პროექტი;
  • წყალმომარაგება; კანალიზაციის პროექტი;
  • სამუშაოების და მასალების მოცულობების ჩამონათვალი.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვის გზით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ:
    - შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ (თუ შესაძლებელია ვიზუალური მასალაც წარმოადგინეთ);
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
  • სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა №18 თეიმურაზ ჩიჩუას სახელზე. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება; დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2019 წლის 01 აპრილს 13:00 საათამდე.
  • საკონტაქტო პირი დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: თეიმურაზ ჩიჩუა ელ.ფოსტა: tchichua@gig.ge; 591 93 10 10.
  • საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: გიორგი ბერიძე საკონტაქტო ნომერი: 599 88 55 75.

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები