1 აპრილი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT5061 - ტენდერი სამშენებლო სამუშაოების ჩატარებაზე
ტენდერის აღწერილობა:
მოგახსენებთ, რომ კომპანია შპს „სუპორტ ინ ჯორჯია“, რომელიც არის მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მისამართზე: ქ.თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, შ.ნიშნიანიძის ქუჩა №8-10 და რომელიც ფლობს დამტკიცებულ საპროექტო დოკუმენტაციას სასტუმრო შენობის მშენებლობაზე აღნიშნულ ნაკვეთზე, სამშენებლო სამუშაოების ჩატარების უფლებაზე გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ სატენდერო შერჩევაში.
აღნიშნულ სატენდერო შერჩევაში შეთავაზებულია შემდეგი სამშენებლო სამუშაოების ჩატარება:
- პირველი ეტაპი; მომიჯნავე ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე შენობის გამაგრების სამუშაოები.
- მეორე ეტაპი; ტერიტორიის მომზადება ძირითადი სამშენებლო სამუშაოებისთვის, ვერტიკალური ხიმინჯების ფარდის მოწყობა, სასტუმრო შენობის მონოლიტური კარკასის აგება.
სამუშაოების შესრულების ვადები – 15.04.2019–დან – 15.12.2019–მდე
ტენდერში მონაწილეობის მიღებისთვის საჭიროა წარმოადგინოთ:
- წერილი კომპანიისგან ტენდერში მონაწილეობის მიღების სურვილის შესახებ, კომპანიის მოკლე მიმოხილვასთან, მისი ისტორიის და დამთავრებული სამშენებლო პროექტებით, ინფორმაცია ანალოგიური პროექტების გამოცდილების შესახებ, 4 წლის განმავლობაში განხორციელებული ანალოგიური პროექტების ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და გამოწერილი ანგარიშფაქტურების ასლები;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, სადამფუძნებლო დოკუმენტაცია და საჭირო ლიცენზიები;
- ცნობა ბიუჯეტიდან დავალიანების შესახებ;
- ინფორმაცია მატერიალურ ტექნიკური ბაზის შესახებ. ტრაქტორი, კრანი, თვითმცლელი და ა.შ.;
- ინფორმაცია გამოყენებული მასალების მწარმოებელი ქვეყნის შესახებ, შესაბამისობა სტანდარტებთან;
- სამუშაოს დაწყების და დამთავრების გრაფიკი, გაწერილი თვეების მიხედვით სამუშაოს შესრულების შესაბამისად;
- ინფორმაცია საგარანტიო პირობების შესახებ;
- სამუშაოს წარმოების უსაფრთხოების პირობები;
- სამუშაოთა მწარმოებლის და სამშენებლო პროცესების ზედამხედველის გამოცდილება და კვალიფიკაცია;
- მშენებლობის ხარჯთაღრიცხვა, ხარჯების და ჩატარებული სამუშაო დროის დეტალური აღწერით;
- ანგარიშსწორების ფორმა - უნაღდო.
- ანგარიშსწორების პირობები - მაგალითად: ავანსი (საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი) სახელშეკრულებო თანხის არაუმეტეს 25%. ხარჯთაღიცხვა დაიყოფა ეტაპებად (ეტაპების რაოდენობა თქვენ განსაზღვრეთ) და თითოეული ეტაპის ანგარიშსწორება განხორციელდება (ავანისი წილის გამოკლებით) მიღება ჩაბარების გაფორმებიდან 5 სამუშაი დღის ვადაში
- ჩატარებული სამუშაოების სავალდებულო გარანტიების აღწერა;
- დამატებითი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი ინფორმაცია კონტრაქტორზე.
სამუშაოების შესრულების პირობები:
- ყველა სამუშაო უნდა შესრულდეს კომპანიის მიერ, რომელსაც აქვს შესაბამისი ნებართვები და ლიცენზიები ამ ტიპის სამშენებლო სამუშაოებისათვის;
- თუ საჭირო გახდება სუბკონტრაქტორების მოზიდვა, ასეთი კომპანიები უნდა შეთანხმდნენ დამკვეთთან;
- ყველა ანგარიშსწორება განხორციელდება გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში უნაღდო ანგარიშსწორების გზით კონტრაქტორი კომპანიის ანგარიშსწორების ანგარიშზე.
სატენდერო შერჩევაში მონაწილეობის მისაღებად თქვენ უნდა წარმოადგინოთ ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაციის ასლები 2019 წლის 01 აპრილამდე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია: სამშენებლო სამუშაოები ჩასატარებელია ძველი თბილისის ისტორიულ ნაწილში, რაც საგრძნობლად ართულებს სამშენებლო პროცესს. შეზღუდულია სტანდარტული ტექნიკის გამოყენება, სამუშაოების დიდი ნაწილი შესასრულებელია მცირე ტექნიკით და ხელით.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო შერჩევაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინოთ ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაცია ელ. ფოსტაზე: dimakir944@mail.ru 2019 წლის 01 აპრილამდე.
სატენდერო დოკუმენტაციის მიწოდებაზე კითხვების შემთვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით:
საკონტაქო პირი: დიმიტრი კირხანიდი (იურიდიული და ფინანსური დოკუმენტაცია),
ტელ. – +995 555 750 150.
საკონტაქტო პირი: ზაური სილაგაძე (პროექტი და ტექნიკური დოკუმენტაცია),
ტელ. – +995 551 14 79 80.
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები