ჩაბარების ვადა:

1 აპრილი 2019, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T5061 - ტენდერი სამშენებლო სამუშაოების ჩატარებაზე

ტენდერის აღწერილობა:

მოგახსენებთ, რომ კომპანია შპს „სუპორტ ინ ჯორჯია“, რომელიც არის მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მისამართზე: ქ.თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, შ.ნიშნიანიძის ქუჩა №8-10 და რომელიც ფლობს დამტკიცებულ საპროექტო დოკუმენტაციას სასტუმრო შენობის მშენებლობაზე აღნიშნულ ნაკვეთზე, სამშენებლო სამუშაოების ჩატარების უფლებაზე გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ სატენდერო შერჩევაში.

აღნიშნულ სატენდერო შერჩევაში შეთავაზებულია შემდეგი სამშენებლო სამუშაოების ჩატარება:

  • პირველი ეტაპი; მომიჯნავე ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე შენობის გამაგრების სამუშაოები.
  • მეორე ეტაპი; ტერიტორიის მომზადება ძირითადი სამშენებლო სამუშაოებისთვის, ვერტიკალური ხიმინჯების ფარდის მოწყობა, სასტუმრო შენობის მონოლიტური კარკასის აგება.

სამუშაოების შესრულების ვადები – 15.04.2019–დან – 15.12.2019–მდე

ტენდერში მონაწილეობის მიღებისთვის საჭიროა წარმოადგინოთ:

  • წერილი კომპანიისგან ტენდერში მონაწილეობის მიღების სურვილის შესახებ, კომპანიის მოკლე მიმოხილვასთან, მისი ისტორიის და დამთავრებული სამშენებლო პროექტებით, ინფორმაცია ანალოგიური პროექტების გამოცდილების შესახებ, 4 წლის განმავლობაში განხორციელებული ანალოგიური პროექტების ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და გამოწერილი ანგარიშფაქტურების ასლები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, სადამფუძნებლო დოკუმენტაცია და საჭირო ლიცენზიები;
  • ცნობა ბიუჯეტიდან დავალიანების შესახებ;
  • ინფორმაცია მატერიალურ ტექნიკური ბაზის შესახებ. ტრაქტორი, კრანი, თვითმცლელი და ა.შ.;
  • ინფორმაცია გამოყენებული მასალების მწარმოებელი ქვეყნის შესახებ, შესაბამისობა სტანდარტებთან;
  • სამუშაოს დაწყების და დამთავრების გრაფიკი, გაწერილი თვეების მიხედვით სამუშაოს შესრულების შესაბამისად;
  • ინფორმაცია საგარანტიო პირობების შესახებ;
  • სამუშაოს წარმოების უსაფრთხოების პირობები;
  • სამუშაოთა მწარმოებლის და სამშენებლო პროცესების ზედამხედველის გამოცდილება და კვალიფიკაცია;
  • მშენებლობის ხარჯთაღრიცხვა, ხარჯების და ჩატარებული სამუშაო დროის დეტალური აღწერით;
  • ანგარიშსწორების ფორმა - უნაღდო.
  • ანგარიშსწორების პირობები - მაგალითად: ავანსი (საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი) სახელშეკრულებო თანხის არაუმეტეს 25%. ხარჯთაღიცხვა დაიყოფა ეტაპებად (ეტაპების რაოდენობა თქვენ განსაზღვრეთ) და თითოეული ეტაპის ანგარიშსწორება განხორციელდება (ავანისი წილის გამოკლებით) მიღება ჩაბარების გაფორმებიდან 5 სამუშაი დღის ვადაში
  • ჩატარებული სამუშაოების სავალდებულო გარანტიების აღწერა;
  • დამატებითი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი ინფორმაცია კონტრაქტორზე.

სამუშაოების შესრულების პირობები:

  • ყველა სამუშაო უნდა შესრულდეს კომპანიის მიერ, რომელსაც აქვს შესაბამისი ნებართვები და ლიცენზიები ამ ტიპის სამშენებლო სამუშაოებისათვის;
  • თუ საჭირო გახდება სუბკონტრაქტორების მოზიდვა, ასეთი კომპანიები უნდა შეთანხმდნენ დამკვეთთან;
  • ყველა ანგარიშსწორება განხორციელდება გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში უნაღდო ანგარიშსწორების გზით კონტრაქტორი კომპანიის ანგარიშსწორების ანგარიშზე.

სატენდერო შერჩევაში მონაწილეობის მისაღებად თქვენ უნდა წარმოადგინოთ ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაციის ასლები 2019 წლის 01 აპრილამდე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: სამშენებლო სამუშაოები ჩასატარებელია ძველი თბილისის ისტორიულ ნაწილში, რაც საგრძნობლად ართულებს სამშენებლო პროცესს. შეზღუდულია სტანდარტული ტექნიკის გამოყენება, სამუშაოების დიდი ნაწილი შესასრულებელია მცირე ტექნიკით და ხელით.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო შერჩევაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინოთ ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაცია ელ. ფოსტაზე: dimakir944@mail.ru 2019 წლის 01 აპრილამდე.

სატენდერო დოკუმენტაციის მიწოდებაზე კითხვების შემთვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით:

საკონტაქო პირი: დიმიტრი კირხანიდი (იურიდიული და ფინანსური დოკუმენტაცია),
ტელ. – +995 555 750 150.

საკონტაქტო პირი: ზაური სილაგაძე (პროექტი და ტექნიკური დოკუმენტაცია),
ტელ. – +995 551 14 79 80.

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები