ჩაბარების ვადა:
15 მაისი 2019, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT5268 - ტენდერი ლაითბოქსების შესყიდვასა და მონტაჟზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს ლაითბოქსების შესყიდვასა და მონტაჟზე (02/05-NEO-P/LBOX-19).
შესყიდვის სპეციფიკაცია:
ტენდერი იყოფა ორ ლოტად:
- ლოტი N1 - 3 ცალი ორმხრივი ლაითბოქსის დამზადება და მონტაჟი: სიგრძე 1.50მ x სიმაღლე 2.50მ x სიგანე 0.30მ, შუქდიოდი თეთრი ნათებით, გარე მოხმარების ციფრული მაჩვენებელი LED-ტაბლოთ ერთ ფერში, დანართი N1-ის შესაბამისად.
ლოკაცია: ქუთაისი, სამტრედია, თელავი. - ლოტი N2 - 1 ცალი ორმხრივი ლაითბოქსის დამზადება და მონტაჟი: სიგრძე 1.10მ x სიმაღლე 1.70მ x სიგანე 0.20მ, შუქდიოდი თეთრი ნათებით, გარე მოხმარების ციფრული მაჩვენებელი LED-ტაბლოთ ერთ ფერში, დანართი N2-ის შესაბამისად.
შენიშვნა: აღნიშნულ ლოტში ასევე განიხილება უკვე არსებული ლაითბოქსის გადაკეთება ახალი ტექნიკური პარამეტრების მიხედვით.
ლოკაცია: თბილისი.
დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:
- დანართი N1 - ლოტი N1-ს ტექნიკური პარამეტრები და გრაფიკული ფაილები;
- დანართი N2 - ლოტი N2-ს ტექნიკური პარამეტრები და გრაფიკული ფაილები.
შპს „ნეოგაზი“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, აღნიშნული წინადადება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირებისა და მონტაჟის ხარჯს;
- ინფორმაცია დამზადებისა და მონტაჟის ვადების შესახებ;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
წინადადების წარდგენის წესი:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
დიმიტრი აგეკიანი
ელ.ფოსტა: dagekyan@gig.ge
საკონტაქტო ნომერი: 598 88 94 90
საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
სალომე ასლანიკაშვილი
საკონტაქტო ნომერი: 599 43 92 29
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 15 მაისი 17:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები