26 ივლისი 2019, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT5668 - ტენდერი დაზიანებული ავტოტრანსპორტის შეფასება/შეკეთებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს "პსპ დაზღვევა" აცხადებს ღია კონკურსს, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტოტრანსპორტის ზარალის შეფასება/შეკეთების უზრუნველყოფის მიზნებისთვის.
ტენდერის საგანი:
- წინამდებარე ტენდერის საგანს წარმოადგენს, სს „პსპ დაზღვევა“-ს მიერ დაზღვეული და მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის ფარგლებში დაზღვეული ავტოტრანსპორტის, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანების შემთხვევაში - შეკეთების სერვისის მიწოდება, რაც გულისხმობს: დაზიანებული ავტონაწილების ღირებულების მოძიებას (მეორადი/ახალი) შეკეთების ღირებულების და ვადების განსაზღვრას, ხარჯთაღრიცხვის მომზადებას.
ტენდერის მიზანი:
- სს „პსპ დაზრვევა“-ს მიზანია, წინამდებარე ტენდერის საშუალებით გამოავლინოს მონაწილე კომპანიებს (შემდგომში – პრეტენდენტი) შორის საუკეთესო შეთავაზების მქონე პრეტენდენტი;
- საუკეთესო შეთავაზების გამოვლენა მოხდება პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადების განხილვის საფუძველზე;
- შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან გაფორმდება ხელშეკრულება მომსახურების შესახებ.
ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილ ნებისმიერ კომპანიას.
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
- დანართი N1 - ჩამონათვალი მომსახურების ღირებულების მიხედვით;
- დანართი N2 ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენის ვადები;
- დანართი N3 მომსახურების გაწევის ვადები;
- დანართი N4 შეთანხმება კონფიდენციალურობაზე
- დანართი N5 ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ (რეკვიზიტები)
შერჩევის პროცესის ჩატარდება შემდეგი სქემით:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 2019 წლის 26 ივლისის 17:00 საათი.
- სს „პსპ დაზღვევა“ განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და ახდენს პრეტენდენტის შეფასება/შერჩევას წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
- საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტთან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და მათთან გაფორმდება ერთ წლიანი ხელშეკრულება.
ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადების თარიღია 16.07.2019 წ.
- სატენდერო წინადადებების მიღება სრულდება 26.07.2019 წ.
- გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა სრულდება 04.08.2019 წ.
- ხელშეკრულების გაფორმება 30.08.2019 წ.
სს „პსპ დაზრვევა“ იტოვებს უფლებას კონტრაქტის ხელმოწერამდე გააფართოვოს ან შეცვალოს თავისი მოთხოვნები მისაწოდებელ მომსახურებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც წინასწარ ეცნობება შერჩეულ პრეტენდენტს.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება ძალაში უნდა იყოს 3 თვის განმავლობაში.
- პრეტენდენტი პასუხისმგებელია შერჩევის პროცესის დასრულებამდე შეინარჩუნოს მათ მიერ მოწოდებული შემოთავაზების კონფიდენციალურობა.
- პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება სს „პსპ დაზღვევა“-ს ეგზავნება ორი ალტერნატიული საშუალებით:
- ელექტრონული ფოსტის საშუალებით, მითითებულ მისამართზე: mirotadze@ipsp.ge და info@ipsp.ge
- ან დალუქული კონვერტის სახით შემდეგ მიამართზე: საქართველო, თბილისი, 0112, დავით აღმაშენებლის გამზირი #148/III
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ:
საკონტაქო პირი: კოტე მიროტაძე
მობ: 591211122
ტენდერის კატეგორია:
- 50100000 სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები