ჩაბარების ვადა:
19 სექტემბერი 2019, 17:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T5889 - ტენდერი საბურავების შესყიდვაზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს საბურავების შესყიდვაზე.
საბურავების ჩამონათვალი გთხოვთ იხილოთ დანართ N1-ში.
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
- გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 + 1 წლიანი გენერალური ხელშეკრულება;
- ბანკი ვალდებულებას არ იღებს დანართ N1-ში მოცემული რაოდენობების შესყიდვაზე. რაოდენობები შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს ბანკის მოთხოვნების შესაბამისად;
- შემოთავაზებული ფასი უნდა იყოს ლარში, დღგ-ს ჩათვლით.
- ფასი უნდა მოიცავდეს საბურავების დაყენებას და ბალანსირების სერვისს, რომელიც მოხდება შემსრულებლის მისამართზე;
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:
- ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით E-mail-ით ან ტელეფონით.
- ტენდერის დასრულების შემდეგ ბანკი განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.
ანგარიშსწორების პირობა:
- ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება მოთხოვნილი პროდუქციის სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში.
სატენდერო მოთხოვნები:
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს.
- დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლელი ნიმუშების სახით.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- საბანკო რეკვიზიტები;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- დანართი N1, შევსებული ცხრილი;
- მწარმოებლის სერთიფიკატ(ებ)ი და პროდუქტის ტექნიკური მახასიათებლები;
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 19 სექტემბერი, 17:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი;
- ბიჯი: 500 ლარი;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
კონსტანტინე მეტრეველი
ტელ: +995 595 03 64 84
ელ. ფოსტა: ko.metreveli@bog.ge
ტენდერის კატეგორია:
- 34300000 ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის