
7 ოქტომბერი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT5964 - ტენდერი 5600 – 6000 თანამშრომლის ჯანმრთელობის სრულ დაზღვევაზე თანამშრომლებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის თბილისსა და რეგიონებში
ტენდერის აღწერილობა:
ენერგო-პრო ჯგუფი (შემავალი კომპანიები: სს „ენერგო-პრო ჯორჯია“, სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“, შპს „ჯიფაუერი“) აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მიხედვით, საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიების ჯგუფია. ჯგუფი ახორციელებს ელ. ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების არეალის მასშტაბით. ენერგო-პრო ჯგუფი ფლობს და ამუშავებს 15 საშუალო და მცირე ზომის ჰიდრიელექტროსადგურს.
საქართველოში ჯგუფის დისტრიბუციის არეალი მოიცავს საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქის გარეუბნებს. ენერგო-პრო ჯგუფი საქართველოში ემსახურება 1 200 000-ზე მეტ აბონენტს. სს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ დასაქმებულია დაახლოებით 6000-მდე თანამშრომელი. ჩვენი კომპანიის მიერ ენერგეტიკაში წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება განაპირობებს მომსახურების მაღალ ხარისხს და საქართველოს ენერგო სისტემის წარმატებულ მუშაობას.
ენერგო-პრო ჯგუფი აცხადებს ტენდერს 5600 – 6000 თანამშრომლის ჯანმრთელობის სრულ დაზღვევაზე თანამშრომლებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის თბილისსა და რეგიონებში.
გასაწევი მომსახურების ვადა: 01/01/2020- 31/12/2020 (განიხილება 1+1 წლიანი მომსახურების ვადაც).
გთხოვთ, შემოგვთავაზოთ შემდეგი სადაზღვევო პოლისები:
ჯანმრთელობის სრული დაზღვევა 5 პოლისის სახით:
- მინიმალური, ქვედა პოლისის ღირებულება - 15.5 ლარი ინდივიდუალური. კომპანია დაუფინანსებს ყველა
- თანამშრომელს მინიმალური პოლისის ღირებულებას (დაზღვეული თანამშრომლები რაოდენობა 60 – 70 %);
- მე-2 პოლისის ღირებულება - 28-30 (ლარის ფარგლებში) - ინდივიდუალური (დაზღვეული თანამშრომლების რაოდენობა 20 - 30%);
- მე- 3 პოლისის ღირებულება 45-48 (ლარის ფარგლებში) - ინდივიდუალური (დაზღვეული თანამშრომლების რაოდენობა - არაუმეტეს 5 %-ისა);
- მე- 4 პოლისის ღირებულება 90-95 (ლარის ფარგლებში) - ინდივიდუალური (დაზღვეული თანამშრომლების რაოდენობა - არაუმეტეს 5 %-ისა);
- მაქსიმალური პოლისის ღირებულება 130-150 (ლარის ფარგლებში) - ინდივიდუალური (დაზღვეული თანამშრომლების რაოდენობა - არაუმეტეს 5 %-ისა).
- ოჯახის წევრების - მეუღლე და შვილები (მეუღლე ასაკის შეუზღუდავად, შვილები მინიმუმ 18 წლის ჩათვლით)
- ოთხი ტიპის სადაზღვევო პოლისი დამატებითი ოჯახის წევრებისთვის (და-ძმა ოჯახებით, მშობლები, დამატებით ოჯახის წევრების პოლისმა არ უნდა გააუარესოს თანამშრომლების სადაზღვევო პირობები).
- სამოგზაურო დაზღვევა;
- სიცოცხლის დაზღვევა;
- უბედური შემთხვევებისგან დაზღვევა
აუცილებელი პირობები რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს სადაზღვევო კომპანია:
- სადაზღვევო კომპანიამ უნდა გამოყოს ოჯახის ექიმი (5), რომლის კაბინეტიც განთავსდება კომპანიის სათაო ოფისში (თბილისი) ყოველდღიური სამუშაო გრაფიკით და რეგიონალურ ოფისებში (თელავი, ხაშური, ქუთაისი, ბათუმი) წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით;
- სადაზღვევო კომპანიის მომსახურების არეალი უნდა ფარავდეს საქართველოს ყველა რეგიონს - საქართველოს ყველა ქალაქში უნდა ჰყავდეს პროვაიდერი კლინიკები და ოჯახის ექიმი;
- დაზღვეულებს უნდა ჰქონდეთ უფლება მიმართონ ნებისმიერ ექიმს, სამედიცინო დაწესებულებას, აფთიაქს;
- სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების მოქნილი (სასურველია ელექტრონული) სისტემა;
- კლინიკაში ჩაწერისა და ელექტრონული მიმართვის მოქმედი სისტემა.
- თანდართულ ფაილში გთხოვთ იხილოთ კომპანიის მიერ განსაზღვრული ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისები და პირობები.
შემოსული სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- ფასთა ნუსხა თანდართულ დოკუმენტში მოცემული პოლისების მიხედვით;
- შემოთავაზებული მომსახურეობის დეტალური ჩამონათვალი;
- ანგარიშსწორების პირობები;
- თქვენი კომპანიის პროვაიდერების სია, აფთიაქებისა და კლინიკების ჩამონათვალი;
- ადმინისტრირების წესი (სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების პირობები, საჭირო დოკუმენტები და პროცედურა);
- კონტრაქტის დრაფტ ვერსია;
- გამონაკლისების დეტალური სია - რა არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- სატენდერო მასალები გთხოვთ წარმოადგინოთ სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს სათაო ოფისში, ქ. თბილისი ზ. ანჯაფარიძის N19. ასევე გთხოვთ, გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფორმატში შემდეგ მისამართზე: tender@energo-pro.ge
- სატენდერო განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2019 წლის 7 ოქტომბერი.
ტენდერის შინაარსის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მოგვმართოთ:
ს.ს. "ენერგო–პრო ჯორჯია", საქართველო
სათაო ოფისი, ზურაბ ანჯაფარიძის N 19
ტელ.: (+99577) 35 40 20
ელ.ფოსტა: tender@energo-pro.ge
ტენდერის კატეგორია:
- 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები