ჩაბარების ვადა:
11 ნოემბერი 2019, 18:00
სტატუსი:
დასრულებული
E
ელ. ტენდერი
T6122 - ტენდერი დაბრენდილ კალმებზე და დაბრენდილ ბლოკნოტებზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ აცხადებს ტენდერს დაბრენდილი კალმებისა და დაბრენდილი ბლოკნოტებების შესყიდვაზე.
ბრენდირებული ბლოკნოტის სატენდერო მოთხოვნები:
- გარეკანი: რბილი ბარხატის ლამინაცია,
- გარეკანის ფერი: მუქი მწვანე, კოდი: #003B45
- ზომა: 21,4 / 14,5 სმ
- შიგთავსის ფურცლი: 80 გრ, ფერი „აივორი“
- ბეჭდვა: 1/1 (შავ-თეთრი)
- ფორზაცის ქაღალდი: 150 გრ. ფერი „აივორი“
- გვერდი: 224
- ლოგო: დაბეჭდილი 2 ფერში
- ლოგოს წარწერის ფერი: მუქი ნაცრისფერი, კოდი: #53575A
- ლოგოს ფერი: მწვანე, #00BC70
- რაოდენობა: 1000
ბრენდირებული კალმის სატენდერო მოთხოვნები:
- ფერი: თეთრი ან მუქი მწვანე
- ლოგოს წარწერის ფერი: მუქი ნაცრისფერი, კოდი: #53575A
- ლოგოს ფერი: მწვანე, #00BC70
- რაოდენობა: 2500
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს..
ანგარიშსწორების პირობა:
- სატენდერო წინადადება უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
დამატებით პირობები:
- სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ იტოვებს უფლებას კონტრაქტის ხელმოწერამდე გააფართოვონ ან შეცვალონ თავიანთი მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც წინასწარ წერილობით ეცნობებათ შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/ს.
- სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ იტოვებს უფლებას ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს ტენდერი, არ გააგრძელოს ტენდერი, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე.
- ტენდერის შეჩერების/შეწყვეტის შესახებ პრეტენდენტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო მისამართზე.
- ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრებას სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგისთვის“.
სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილებში.
ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის, 11 ნოემბერი, 18:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- შეთავაზების გაკეთების დროს გთხოვთ სისტემაში დააფიქსიროთ მოსაწოდებელი პროდუქციის (ბლოკნოტი და კალამი) ჯამური ღირებულება, რომელზეც გაიმართება ვაჭრობა;
- ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი;
- ბიჯი: 150 ლარი;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
საკონტაქტო პირი:
ნანა კვიტია
ტელ: 577201820
nkvitia@aldagi.ge
ტენდერის კატეგორია:
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები