ჩაბარების ვადა:
12 მარტი 2021, 18:00
სტატუსი:
შეწყვეტილი
E
ელ. ტენდერი
T8881 - ტენდერი არმირებული ბეტონის გზის დაგებაზე
ელ. ტენდერი
ტენდერის აღწერილობა:
ამხანაგობა „ლისი პანორამა“ აცხადებს ტენდერს და იწვევს კომპანიებს შემდეგი სამუშაოს შესრულებისათვის:
- არმირებული ბეტონის გზის დაგება;
შესყიდვის ობიექტია:
- ქ. თბილისი,ცაცხვების ქუჩა (ლისის ტბის მიმდებარედ)
სამუშაოს აღწერილობა:
- არმირებული ბეტონის გზის დაგება, (სასურველია ცალ-ცალკე წარმოგვიდგინოთ თვითოეული სამუშაოს ხარჯთაღრიცხვა).
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- გზის პროექტი;
- მოცულობათა უწყისი
შერჩევა ჩატარდება შემდეგი გრაფიკით:
- შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის (შემდგომში „კონტრაქტორი“) გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
- საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
- სატენდერო დოკუმენტაციის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 12 მარტი.
- შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე დამატებით მოითხოვოს დოკუმენტაცია, განმარტება, შეიტანოს ცვლილებები სატენდერო დოკუმენტაციაში (მოთხოვნებში, პირობებში), შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
- ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება იმავე საკომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.
- შემსყიდველი იტოვებს უფლებას, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან / შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება იმავე საკომომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.
ტენდერში მონაწილე პირის მიერ ელექტრონულად წარმოდგენილი უნდა იყოს:
- მომსახურების ღირებულება ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს ჩათვლით;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- ცალ-ცალკე ინფორმაცია თვითოეული სამუშაოს (არმირებული ბეტონის გზის დაგება), შესრულების, სამუშაოს დეტალური აღწერილობისა და შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია კომპანიისა და ასევე ანალოგიური სამუშაო გამოცდილების შესახებ;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საიდენთიფიკაციო ნომერი, საბანკო რეკვიზიტები);
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არა რის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მის მიმართ გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:
- პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
- პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
- მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმისწარმოება;
- სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
- სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
- არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
- არ შეესაბამება სინამდვილეს;
- ყალბია. - არსებობს სხვა ობიექტური გარმოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის www.tenders.ge საშუალებით;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 12 მარტი, 18:00 სთ;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: ანა აწყურელი
ტელ.: +995 577 172 787
ელ. ფოსტა: panoramalisi@gmail.com
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები