ჩაბარების ვადა:

23 ივლისი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T10130 - ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

შპს ,,მეღვინეობა ხარება“ აცხადებს ტენდერს ქ. გურჯაანში სოფ. ვაჩნაძიანში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ 51.02.58.178) ღვინის ქარხნის (ახალი ჩამოსასხმელი ხაზისა და ოფისის შენობა-ნაგებობა) მშენებლობაზე. 

  • საპროეტო შენობის არქიტექტურა, კონსტრუქციულ ნაწილი და სამშენებლო მოცულობები იხილეთ დანართის სახით. 
  • თიოთოეული ეტაპის სამუშაოების დასრულების შემდეგ, პრედენდენტმა უნდა წარმოადგინოს სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ შესრულებული სამუშაოთა მოცულობების და განხორციელებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობის საექსპერტო დადებითი დასკვნა. 
  • მომსახურების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და უნდა მოიცავდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს (მათ შორის დღგ). 

პრეტენდენტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • მიმწოდებელს ბოლო სამი წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს მსგავსი ტიპის არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ღირებულების (დღგ-ს გარეშე) სამშენებლო - სამონტაჟო სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზეც მან უნდა წარმოადგინოს შესაბამისი განხორიცელებული სამუშაოს მიწოდების დამადასტურებელი ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები ან/და სხვა 
  • დამადასტურებელი დოკუმენტები. 

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში – ლარში, სახელშეკრულებო ღირებულების ფარგლებში; 

ანგარიშსწორება იწარმოებს: 

  • კონკრეტული ეტაპის სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტისა და სამშენებლო სამუშაოთა შესრულების უწყისი (ფორმა 2) საფუძველზე.
  • შემსრულებელის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია ავანსის სახით შემსრულებელს გადაურიცხოს თანხა ავანსის სახით, არაუმეტეს სამუშაოების საერთო ღირებულების 20%-ის ოდენობით, რომელიც გამოიქვითება მომდევნი 4 (ოთხი) შესრულებიდან, პროპორციულად, ხოლო უფრო ნაკლები ეტაპის არსებობის შემთვხევაში გამოიქვითება მომდევნო შესრულებისათვის ასანაზღაურებელი ტანხებიდან, პროპორციულად. 
  • შემსრულებლის მიერ ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით (გარანტია), შემსრულებეს ყოველი ეტაპის შესრულებისათვის გადასახდელი თანხიდან დამკვეთი დაუკავებს ღირებულების 5%- ის ოდენობით თანხას, რომელსაც დამკვეთი შემსრულებელს აუნაზღაურებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულებიდან 2 (ორი) საანგარიშო წლის ვადაში (მეორე საანგარიშო წლის ბოლო კალენდარული თვის განმავლობაში). 

სამუშაოების შესრულების ვადება:

  • მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაოს შესრულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 (ასოცი) კალენდარული დღის განამვლობაში, მხარეთა შორის შეთანხმებული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. 

გარანტია:

  • შემსრულებლის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე უნდა გავრცელდეს 10 (ათი) წლიანი გარანტია, ანუ სამშაოების დასრულებიდან 5 (ათი) წლის განმავლობაში შემსრულებლის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე არ უნდა გამოვლინდეს ხარვეზი/დეფექტი/შეუსაბამობა, ხოლო ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში შემსრულებელმა დაუყოვნებლივ უნდა აღმოფხვრას ასეთი ხარვეზი/დეფექტი/შეუსაბამობა თავისი ხარჯებით. დამკვეთი უფლებამოსილია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ხარვეზი/დეფექტი/შეუსაბამობა და მოსთხოვოს შემსრულებელს აღნიშნული თანხის ანაზღაურება. 

წინადადებების წარმოდგენა:

  • ტენდერში მონაწილეობის მიზნით, პრეტენდენტმა წინადადება უნდა წარმოადგინოს ტენდერის გამოცხადებიდან 15 (თხუთმეტი ) კალენდარული დღის ვადაში. 

მონაწილეობის მიზნით პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს: 

  • ინფორმაცია გამოცდილების შესახებ;
  • პროექტის ღირებულება (ხარჯთაღრიცხვა);
  • გამოსაყენებელი ძირითადი მასალების აღწერილობა, მათ შორის მასალ(ებ)ის წარმომავლობა, დადასტურებული სერთიფიკატებით;
  • სამშენებლო სამუშაოების გეგმა/გრაფიკი;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა კანდიდატი დღგ–ს გადამხდელი/არაგადამხდელი;
  • ინფორმაცია კანდიდატის მიერ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ.
  • სხვა დამკვეთის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 2 შემსყიდველის მიერ გაცემული) იმ შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც
  • შემსრულებელი უთითებს თავისი გამოცდილების დასადასტურებლად;
  • მონაცემები მატერიალურ–ტექნიკური ბაზის შესახებ.
  • რეკვიზიტები.
  • განახლებული ამონაწერი საჯარო მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  • განახლებული ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც პრეტენდენტის მიმართ, არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და პრეტენდენტი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
  • ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.

შენიშვნა: ცნობები გაცემული უნდა იყოს არაუგვიანეს ტენდერის გამოცხადების დღისა.

მიმწოდებლის შერჩევის პროცესში, უპირატესობა მიენიჭება სატენდერო წინადადებას, რომელიც 

დააკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: 

  • მოთხოვნილ პირობებზე უკეთესი გამოცდილება და ორგანიზებულობა;
  • უკეთესი პირობები და დაბალი ფასი;
  • ხარისხიანი ევროპული სერთიფიკატების მქონე მასალები;
  • გამოცდილი გუნდი და საკუთარი ტექნიკა;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • მონაწილე პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელ-ფოსტაზე: tenders@winerykhareba.com არაუგვიანეს 2021 წლის 23 ივლისისა 18:00 სთ.

საკონტაქტო პირი: ვახტანგ ოჩხიკიძე
ტელ: 593114468

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები