ჩაბარების ვადა:
23 ივლისი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT10130 - ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.
ტენდერის აღწერილობა:
შპს ,,მეღვინეობა ხარება“ აცხადებს ტენდერს ქ. გურჯაანში სოფ. ვაჩნაძიანში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ 51.02.58.178) ღვინის ქარხნის (ახალი ჩამოსასხმელი ხაზისა და ოფისის შენობა-ნაგებობა) მშენებლობაზე.
- საპროეტო შენობის არქიტექტურა, კონსტრუქციულ ნაწილი და სამშენებლო მოცულობები იხილეთ დანართის სახით.
- თიოთოეული ეტაპის სამუშაოების დასრულების შემდეგ, პრედენდენტმა უნდა წარმოადგინოს სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ შესრულებული სამუშაოთა მოცულობების და განხორციელებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობის საექსპერტო დადებითი დასკვნა.
- მომსახურების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და უნდა მოიცავდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს (მათ შორის დღგ).
პრეტენდენტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მიმწოდებელს ბოლო სამი წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს მსგავსი ტიპის არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ღირებულების (დღგ-ს გარეშე) სამშენებლო - სამონტაჟო სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზეც მან უნდა წარმოადგინოს შესაბამისი განხორიცელებული სამუშაოს მიწოდების დამადასტურებელი ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები ან/და სხვა
- დამადასტურებელი დოკუმენტები.
ანგარიშსწორების პირობები:
- ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში – ლარში, სახელშეკრულებო ღირებულების ფარგლებში;
ანგარიშსწორება იწარმოებს:
- კონკრეტული ეტაპის სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტისა და სამშენებლო სამუშაოთა შესრულების უწყისი (ფორმა 2) საფუძველზე.
- შემსრულებელის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია ავანსის სახით შემსრულებელს გადაურიცხოს თანხა ავანსის სახით, არაუმეტეს სამუშაოების საერთო ღირებულების 20%-ის ოდენობით, რომელიც გამოიქვითება მომდევნი 4 (ოთხი) შესრულებიდან, პროპორციულად, ხოლო უფრო ნაკლები ეტაპის არსებობის შემთვხევაში გამოიქვითება მომდევნო შესრულებისათვის ასანაზღაურებელი ტანხებიდან, პროპორციულად.
- შემსრულებლის მიერ ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით (გარანტია), შემსრულებეს ყოველი ეტაპის შესრულებისათვის გადასახდელი თანხიდან დამკვეთი დაუკავებს ღირებულების 5%- ის ოდენობით თანხას, რომელსაც დამკვეთი შემსრულებელს აუნაზღაურებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულებიდან 2 (ორი) საანგარიშო წლის ვადაში (მეორე საანგარიშო წლის ბოლო კალენდარული თვის განმავლობაში).
სამუშაოების შესრულების ვადება:
- მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაოს შესრულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 (ასოცი) კალენდარული დღის განამვლობაში, მხარეთა შორის შეთანხმებული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.
გარანტია:
- შემსრულებლის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე უნდა გავრცელდეს 10 (ათი) წლიანი გარანტია, ანუ სამშაოების დასრულებიდან 5 (ათი) წლის განმავლობაში შემსრულებლის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე არ უნდა გამოვლინდეს ხარვეზი/დეფექტი/შეუსაბამობა, ხოლო ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში შემსრულებელმა დაუყოვნებლივ უნდა აღმოფხვრას ასეთი ხარვეზი/დეფექტი/შეუსაბამობა თავისი ხარჯებით. დამკვეთი უფლებამოსილია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ხარვეზი/დეფექტი/შეუსაბამობა და მოსთხოვოს შემსრულებელს აღნიშნული თანხის ანაზღაურება.
წინადადებების წარმოდგენა:
- ტენდერში მონაწილეობის მიზნით, პრეტენდენტმა წინადადება უნდა წარმოადგინოს ტენდერის გამოცხადებიდან 15 (თხუთმეტი ) კალენდარული დღის ვადაში.
მონაწილეობის მიზნით პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:
- ინფორმაცია გამოცდილების შესახებ;
- პროექტის ღირებულება (ხარჯთაღრიცხვა);
- გამოსაყენებელი ძირითადი მასალების აღწერილობა, მათ შორის მასალ(ებ)ის წარმომავლობა, დადასტურებული სერთიფიკატებით;
- სამშენებლო სამუშაოების გეგმა/გრაფიკი;
- საბანკო რეკვიზიტები;
- ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა კანდიდატი დღგ–ს გადამხდელი/არაგადამხდელი;
- ინფორმაცია კანდიდატის მიერ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ.
- სხვა დამკვეთის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 2 შემსყიდველის მიერ გაცემული) იმ შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც
- შემსრულებელი უთითებს თავისი გამოცდილების დასადასტურებლად;
- მონაცემები მატერიალურ–ტექნიკური ბაზის შესახებ.
- რეკვიზიტები.
- განახლებული ამონაწერი საჯარო მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
- განახლებული ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც პრეტენდენტის მიმართ, არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და პრეტენდენტი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
- ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.
შენიშვნა: ცნობები გაცემული უნდა იყოს არაუგვიანეს ტენდერის გამოცხადების დღისა.
მიმწოდებლის შერჩევის პროცესში, უპირატესობა მიენიჭება სატენდერო წინადადებას, რომელიც
დააკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
- მოთხოვნილ პირობებზე უკეთესი გამოცდილება და ორგანიზებულობა;
- უკეთესი პირობები და დაბალი ფასი;
- ხარისხიანი ევროპული სერთიფიკატების მქონე მასალები;
- გამოცდილი გუნდი და საკუთარი ტექნიკა;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- მონაწილე პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელ-ფოსტაზე: tenders@winerykhareba.com არაუგვიანეს 2021 წლის 23 ივლისისა 18:00 სთ.
საკონტაქტო პირი: ვახტანგ ოჩხიკიძე
ტელ: 593114468
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები