ჩაბარების ვადა:

31 ივლისი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T10169 - კონკურსი მრავალსართულიანი კომპლექსის მოვლა-პატრონობაზე

კონსკურსის აღწერილობა:

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მწვანე ბუდაპეშტი ფანჯიკიძის 22“ მოწვევა სატენდერო წინადადების წარდგენაზე.

ბმა „მწვანე ბუდაპეშტი ფანჯიკიძის 22“ აცხადებს კონკურსს მრავალსართულიანი კომპლექსის მოვლა-პატრონობაზე.

ობიექტი მდებარეობს ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, ფანჯიკიძის ქუჩა (ყოფილი ბუდაპეშტი) 22-ში; საკადასტრო კოდი: 01.10.14.007.052

კომპლექსი შედგება: 4 მრავალსართულიანი (17, 22, 23, 14) საცხოვრებელი სახლებისგან, მიწისქვეშა საპარკინგე ტერიტორია 2 სართული, შიდა და გარე ეზო, რომელიც დაფარულია მწვანე საფარით და სხვადასხვა ტიპის ნარგავებით, კომპლექსს გააჩნია წყლის სატუმბი სადგური მიწისქვეშა აუზით, გენერატორი და სხვა (დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხ. დანართი #1)

წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებულია შემდეგი ტიპის მომსახურება:

  • სადარბაზოების დასუფთავება
  • პარკინგის დასუფთავება
  • მწვანე საფარის მოვლა
  • ლიფტების მომსახურება (დასაშვებია ქვეკონტრაქტორი)
  • წყლის სატუმბი სადგურის მომსახურება (ქვეკონტრაქტორი შპს „ტუმბო“)
  • გენერატორის მომსახურება
  • კომპლექსის დაცვის სამსახური (დასაშვებია ქვეკონტრაქტორი)
  • კომუნალური გადასახადები, რომელიც დაახლოებით შეადგენს 5000 ლარს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები ტენდერში მონაწილე კომპანიებისათვის:

  • კომპანიის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
  • ცნობა საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არსებობის შესახებ
  • ორწლიანი ანალოგიური გამოცდილება
  • ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება

ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია:

  • თავად უზრუნველყოს ბმა „მწვანე ბუდაპეშტი ფანჯიკიძის 22“ ყველა წევრთან ინდივიდუალური ხელშეკრულების გაფორმება
  • უზრუნველყოს ამხანაგობის წევრების მიერ მომსახურების საფასურის გადახდა მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით
  • მომსახურე კომპანია ვალდებულია ყოველთვიური ანგარიში წარუდგინოს ამხანაგობას

პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება

სატენდერო წინადადების სავარაუდო ღირებულებაა არაუმეტეს 25000 ლარისა

სატენდერო წინადადების საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით

სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე) თუ არ იქნება წარმოდგენილი ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (იხ. დანართი #2)

ობიექტის დათვალიერება შესაძლებელია 20.07.2021

კონკურსის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2021 წლის 31 ივლისის, 18:00 საათი.
  • სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ დახურული კონვერტის პრინციპით შემდეგ მისამართზე: ფანჯიკიძის ქ. #22

საკონტაქტო პირი: ბმა „მწვანე ბუდაპეშტი ფანჯიკიძის 22“ თავმჯდომარე ქეთევან ორბელაძე
ტელ: 557590599

ტენდერის კატეგორია:

  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება
  • 98300000 სხვადასხვა მომსახურება