ჩაბარების ვადა:
20 სექტემბერი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT10613 - ტენდერი საძრიკვლის მოწყობის სამუშაოებზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ავტომობილისტი“ აცხადებს ტენდერს კომპანიების შერჩევაზე საძირკვლის მოწყობის სამუშაოების ჩასატარებლად.
პროექტის აღწერილობა იხილეთ მიბმულ ფაილში.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ:
- კომპანიის მიმოხილვა მოკლე ინფორმაცია და რეკვიზიტები (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ სამი წელიწადია დაფუძნებული)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- კომპანიის მიერ შესრულებული მინიმუმ სამი პროექტი- ხელშეკრულება და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც იკითხება შესრულებული სამუშაო/ბიუჯეტი და ვადები.
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- ბოლო ორი წლის განმავლობაში შესრულებულ სამუშაოებზე, დამკვეთი ორგანიზაციის მიერ გაცემული მინიმუმ ერთი სარეკომენდაციო წერილი;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) საკონტაქტო ინფორმაცია;
- შევსებული ხარჯთაღრიცხვა ყველა ხარჯის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული (მიიღება ელექტრონული ხელმოწერა ან/და შტამპი);
- პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში კონკრეტული სამუშაოების შესრულების ვადები ჩაშლილად (კალენდარული დღე);
განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შესყიდვის გამოცხადების თარიღი: 13 სექტემბერი 2021 წელი
- შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 20 სექტემბერი, 18:00 საათი.
- გთხოვთ შემოთავაზებები გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: tenders@phfavorite.ge
დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში საკონტაქტო პირი:
ია ბარამიძე
მობ: 593 55 85 75
ტენდერის კატეგორია:
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები