ჩაბარების ვადა:
        
    18 ოქტომბერი 2021, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT10754 - ტენდერი პურის თაროს შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ორი ნაბიჯი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 18 ოქტომბერი 2021 დრო 18:00
 
ტენდერის აღწერილობა:
შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს პურის თაროს შესყიდვაზე.
პროდუქტის აღწერილობა:
- მასალა: მეტალი და ხე
 - თაროს ზურგის მასალა - დიქტი
 - მეტალის ფერი: ნაცრისფერი (RAL 7042)
 - ზომები:
- სიმაღლე - 190 სმ
- სიგანე - 100 სმ - თაროების რაოდენობა: 4
- ძირი თარო (ხის კალათი) / სიღრმე - 40 სმ
- მეორე თარო (მეტალი და ხე) / სიღრმე - 50 სმ
- მესამე და მეოთხე თარო (მეტალი და ხე) / სიღრმე - 38 სმ - ხის დანაყოფები:
- ძირი თარო - 100 X 6,5 X 2 სმ
- ზედა თაროები - 45 X 3 X 1.6 სმ / 35 X 3 X 1.6 სმ - ყველა თაროს უნდა ქონდეს ორგ. მინის ბარიერი და საფასარი;
 - თაროების დახრის კუთხე - 15-20°
 
რეალური ნიმუშების ნახვა შესაძლებელია ჩვენი ქსელის მაღაზიებში. ასევე, იხილეთ თანდართული ფოტო მასალა;
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
 - დეტალური ინფორმაცია პროდუქციის შესახებ:
- მეტალის ტიპი;
- მეტალის ღებვის ტიპი;
- გამოყენებული ხის მასალა;
- რა წონას უძლებს 1 თარო;
- მწარმოებელი ქვეყანა; - ფასის დაფიქსირება 1 წლის ვადით;
 - ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
 - ინფორმაცია პროდუქციის საგარანტიო ვადის და პირობების შესახებ;
 - გადახდის პირობა: 45 დღიანი კონსიგნაცია;
 
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
 - ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
 - კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა, გამოცდილება, კლიენტების სია, შესრულებული პროექტები, რეკომენდაციები, და ა.შ.);
 
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
 - საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
 - ტენდერის დასახელება;
 - მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
 - გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
 - სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
 - შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება აპლიკანტის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
 
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 18 ოქტომბერი, 18:00 საათი.
 - დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნონ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
 
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
ანი შენგელია
საკონტაქტო ნომერი: 571 00 03 06
ელ.ფოსტა: ani.shengelia@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 39100000 ავეჯი