ჩაბარების ვადა:

18 ოქტომბერი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T10754 - ტენდერი პურის თაროს შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს პურის თაროს შესყიდვაზე.

პროდუქტის აღწერილობა:

  • მასალა: მეტალი და ხე
  • თაროს ზურგის მასალა -  დიქტი
  • მეტალის ფერი: ნაცრისფერი (RAL 7042)
  • ზომები:
    - სიმაღლე - 190 სმ
    - სიგანე - 100 სმ
  • თაროების რაოდენობა: 4
    - ძირი თარო (ხის კალათი) / სიღრმე - 40 სმ
    - მეორე თარო (მეტალი და ხე) /  სიღრმე - 50 სმ
    - მესამე და მეოთხე თარო (მეტალი და ხე) / სიღრმე - 38 სმ
  • ხის დანაყოფები:
    - ძირი თარო -  100 X 6,5 X 2 სმ
    - ზედა თაროები - 45 X 3 X 1.6 სმ / 35 X 3 X 1.6 სმ
  • ყველა თაროს უნდა ქონდეს  ორგ. მინის ბარიერი და საფასარი;
  • თაროების დახრის კუთხე - 15-20°

რეალური ნიმუშების ნახვა შესაძლებელია ჩვენი ქსელის მაღაზიებში. ასევე, იხილეთ თანდართული ფოტო მასალა;

ტენდერის პირობები/მოთხოვნები:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • დეტალური ინფორმაცია პროდუქციის შესახებ:
    - მეტალის ტიპი;
    - მეტალის ღებვის ტიპი;
    - გამოყენებული ხის მასალა;
    - რა წონას უძლებს 1 თარო;
    - მწარმოებელი ქვეყანა;
  • ფასის დაფიქსირება 1 წლის ვადით;
  • ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია პროდუქციის საგარანტიო ვადის და პირობების შესახებ;
  • გადახდის  პირობა: 45 დღიანი კონსიგნაცია;

აუცილებელი მოთხოვნა:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა, გამოცდილება, კლიენტების სია, შესრულებული პროექტები, რეკომენდაციები, და ა.შ.);

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
  • სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
  • შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება აპლიკანტის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 18 ოქტომბერი, 18:00 საათი.
  • დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნონ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
ანი შენგელია
საკონტაქტო ნომერი: 571 00 03 06
ელ.ფოსტა: ani.shengelia@orinabiji.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 39100000 ავეჯი