21 ოქტომბერი 2021, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT10830 - ტენდერი არსებული შენობის კონსტრუქციული ნაწილის და ექსტერიერის სარეკონსტრუქციო (დემონტაჟი-მონტაჟი) სამშენებლო სამუშაოებზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „მეცნიერება” აცხადებს ტენდერს არსებული შენობის კონსტრუქციული ნაწილის და ექსტერიერის სარეკონსტრუქციო (დემონტაჟი-მონტაჟი) სამშენებლო სამუშაოებზე (#07/10-METS/CONST-2021)
ობიექტის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის ქ #10 -ში (ყოფილი საშენ მასალათა ინსტიტუტი)
განმცხადებლის მიერ შესავსები ფორმები:
- დანართი # 1 - განაცხადის ფორმა
- დანართი # 2 - სამუშაოების მოცულობა - გაფასების ფორმა დანართი
- # 3 - სამუშაოების შესრულების გრაფიკი
სახელმძღვანელო დოკუმენტები (სავალდებულო):
გთხოვთ გადმოტვირთოთ შემდეგი ბმულიდან: https://we.tl/t-01etAwNsZZ
- #41 დასკვნა + მისაწვდომობის დასკვნა + სერტიფიკატები
- არსებული ფოტოფიქსაცია
- არსებული შენობის ექსპერტიზა
- გეგმები + ანაზომები
- გენ-გეგმა
- გეოლოგია + ექსპერტიზა
- დანართები (მოცულობის)
- დენდეროპროექტი ევროპული სკოლა
- ვიზუალიზაცია
- კონსტრუქციული დასკვნა
- კონსტრუქციული პროექტი
- მაქსიმალური სიმაღლე
- მოცულობები
- სატენდერო განმარტება
- სქემატური ნახაზი განმარტებისთვის
- ფასადები + ანაზომი
- საინჟინრო სისტემების პროექტი
- სახანძრო სისტემების პროექტი
- ჭრილები + ანაზომი
- კარ-ფანჯრების სპეციფიკაცია
სატენდერო წინადადების წარდგენა - სავალდებულო დოკუმენტები:
- საპროექტო განაცხადი - ხელმოწერილი ბეჭდით (დანართი #1);
- დეტალური ხარჯთაღრიცხვა და საქმიანობის კალენდარული გრაფიკი, განცხადების დანართების შესაბამისად (დანართი # 2 - გაფასების ფორმა);
- სამუშაოების შესრულების გრაფიკი (დანართი #3);
- კომპანიის ხელმძღვანელის, მშენებლობის მენეჯერის და პროექტზე პასუხისმგებელ პროექტ მენეჯერს CV, რომელშიც მოცემულია კვალიფიკაცია და გამოცდილება ამ სფეროში;
- ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული მსგავსი სამშენებლო პროექტების პორტფილიო;
- 2 ან 3 სარეკომენდაციო წერილი (Reference letter)
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არასრული განაცხადი არ განიხილება.
პროექტის განხორციელების ვადები:
- სამუშაოების დაწყების ვადა: არაუგვიანეს 2021 წლის 1 ნოემბერი
- სამუშაოების დასრულების ვადა: 2022 წლის 5 აგვისტო
შენიშვა 1: პროექტით გათვალისწინებული სამსართულიანი შენობის შიდა სადემონტაჟო-სამშენებლო სამუშაოები უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2022 წლის 1 მარტისა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამშენებლო კომპანიას უნდა ჰქონდეს მსგავსი სამუშაოების შესრულების მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება. მოთხოვნის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს ამ გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;
- კომპანიას უნდა გააჩნდეს #41 დადგენილებასთან მიმართებაში მუშაობის გამოცდილება;
- დაქირავებულ მშენებლობის მენეჯერს უნდა ჰქონდეს მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება მსგავსი პროექტების განხორციელებაში. უპირატესობა მიენიჭება საინჟინრო განათლების მქონე კანდიდატს;
- პროექტზე პასუხისმგებელ პროექტ მენეჯერს უნდა ჰქონდეს მსგავს მოცულობის პროექტების შესრულების მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება და შესაბამისი განათლება;
- განმცხადებელს უნდა ჰქონდეს შესაბამისი უნარი დროულად და ხარისხიანად შეასრულოს ვალდებულებები;
- განმცხადებელს უნდა შეეძლოს ფინანსური აღრიცხვის წარმოება და დამკვეთისთვის ანგარიშგების წარდგენა, ამ სფეროში მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად;
- სამშენებლო მოედანზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად;
ანგარიშგების და გადახდის მეთოდები:
- კომერციული წინადადება „დანართი 1“ წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვის გზით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- გადახდა იწარმოებს ავანსის გარეშე. შესაძლებელია ეტაპობრივი ანგარიშსწორება, შესრულებული სამუშაოების საფუძველზე.
შენიშვნა 2: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი მოითხოვოს უპირობა და გამოუთხოვად საბანკო გარანტიას მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
- კონტრაქტორს მოეთხოვება ყოველთვიურად წარმოადგინოს ფინანსური ხარჯთაღრიცხვა („შესრულებული სამუშაოების ფორმა N2“);
- ანაზღაურება განხორციელდება დამკვეთის მიერ დანიშნული პირის მოწოდებული მონიტორინგის ანგარიშის საფუძველზე, რომელიც დაადასტურებს სამუშაოების ვადებს, ბიუჯეტის ხარჯვას და კონტრაქტორის მიერ წარდგენილ ანგარიშის შესაბამისობას;
შენიშვნა 3: სავალდებულოა რომ ტენდერში მონაწილობის მიღების მსურველმა კომპანიებმა ობიექტი დაათვალიერონ
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოსდალუქულ კონვერტში. წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე:
ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა №18 თეიმურაზ ჩიჩუას სახელზე.
კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება და ნომერი:არსებული შენობის კონსტრუქციული ნაწილის და ექსტერიერის სარეკონსტრუქციო (დემონტაჟი-მონტაჟი) სამშენებლო სამუშაოებზე # 07/10-METS/CONST-2021
დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2021 წლის 21 ოქტომბრის 17:00 საათისა.
- საკონტაქტო პირი დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
თეიმურაზ ჩიჩუა tchichua@gig.ge; 591 93 10 10. - საკონტაქტო პირი პროექტთან დაკავშირებით:
ალექსანდრე ნარსია - საკონტაქტო ნომერი: 574 45 45 00
ტენდერის კატეგორია:
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები