ჩაბარების ვადა:

15 ოქტომბერი 2021, 19:00

სტატუსი:

დასრულებული

T10836 - ტენდერი ავეჯის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაცია აცხადებს ტენდერს ავეჯის შესყიდვაზე.

ანგარიშწორების პირობები:

ანგარიშსწორების პირობები ჩამოყალიბდება სახელშეკრულებო ეტაპზე, გადახდის სასურველი პირობები მონაწილემ უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებასთან ერთად. ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ და ავანსის ჩარიცხვამდე, მონაწილემ უნდა წარმოადგინოს საავანსო თანხის შესაბამისი გარანტია, მინიმუმ საავანსო ღირებულებაზე და მოქმედი უნდა იყოს ხელშეკრულების დასრულების თარიღიდან მინიმუმ 1 თვის განმავლობაში.

*გრანტი განთავისუფლებულია დღგ-სგან

სამუშაოს შესრულების ფორმა, ადგილი და ვადა:

  • ავეჯის მიწოდება მოხდება ონსა და სენაკში.
  • სამუშაოების დასრულება უნდა მოხდეს არაუგვაინეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 სამუშაო დღისა.

პრეტენდენტის მიერ ტენდერში წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი ექსელის ფორმატში. (სრულყოფილად შევსებული)
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი.
  • წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: satefa.ge@gmail.com (კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 591 301 101, 595 333 334)
  • შეთავაზებების წარდგენის ბოლო ვადა 2021 წლის 15 ოქტომბერი, 19:00სთ.

სხვა მოთხოვნა:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დაშვებულია მხოლოდ ეროვნულს ვალუტაში. ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს, ასევე ტრანსპორტირების ხარჯებს.

ტენდერის შესახებ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით შესაძლებელია პასუხი მიიღოთ ელექტრონული მეილის საშუალებით satefa.ge@gmail.com ან დარეკოთ შემდეგ ნომრებზე: 595 333 334, 591 301 101.

ტენდერის კატეგორია:

  • 39100000 ავეჯი