ჩაბარების ვადა:

18 ოქტომბერი 2021, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T10846 - ტენდერი ბრენდირებულ ბლოკნოტებზე და ბრენდირებულ საწერ კალმებზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“-ს ტენდერი ბრენდირებულ ბლოკნოტებზე და ბრენდირებულ საწერ კალმებზე. 

  • ტენდერი ჩატარდება ოთხ ლოტად. 
  • შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები 
  • ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილ კომპანიებს. 
  • შერჩევის პროცესის მიმდინარეობა 

შერჩევის პროცესის ჩატარდება შემდეგი სქემით: 

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 2021 წლის 18 ოქტომბრისა.
  • საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და გაფორმდება მომსახურების ხელშეკრულება.

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში: 

  • ტენდერის გამოცხადება - 11 ოქტომბერი 2021 წელი
  • სატენდერო წინადადებების მიღება - 18 ოქტომბერი 2021 წელი
  • გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა - 22 ოქტომბერი 2021 წელი
  • ხელშეკრულების გაფორმება - 27 ოქტომბერი 2021 წელი

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ იტოვებს უფლებას ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს ტენდერი, არ გააგრძელოს ტენდერი, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე. ტენდერის შეჩერების/ შეწყვეტის შესახებ პრეტენდენტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე.

ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის ფინანასური პასუხისმგებლობის დაკისრებას ზემოთ აღნიშნული კომპანიისთვის.
სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ იტოვებს უფლებას კონტრაქტის ხელმოწერამდე გააფართოვოს ან შეცვალოს თავიანთი მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც წინასწარ წერილობით ეცნობებათ შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/ს.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტენდერის პირობებით გათვალისინწბულ ყველა მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ მიიღოს შემოთავაზება.

გადაწყვეტილებას გამარჯვებულად გამოვლენის თაობაზე იღებს კომპანია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასის/ კომპანიის გამოცდილების, რეპუტაციის/ წარმოდგენილი საქონლის ან და მომსახურების ხარისხის/ ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის შეჯამების საფუძველზე რომელსაც კომპანია მიიჩნევს საჭიროდ. 

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის, 18 ივნისი 18:00 სთ.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებით კითხვებზე მიმართეთ:
საკონტაქტო პირი: ანა ვაშაძე
მობ: 595607070

ტენდერის კატეგორია:

  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    15 ოქტომბერი 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა