ჩაბარების ვადა:

1 დეკემბერი 2021, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T11248 - ტენდერი პოლიკლინიკის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულებაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. სამუშაოები სასურველია შესრულდეს 70(სამოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში, თუ პრეტენდენტისთვის სამუშაოების შესასრულებლად გამოყოფილი ვადა არასაკმარისია, შესაძლებელია მიუთითოს მისთვის სასურველი ვადა.

ტენდერის აღწერილობა:

სს ევექსის კლინიკები აცხადებს ტენდერს ქ. თბილისში, გურამიშვილის გამზირზე №63, პოლიკლინიკის მოწყობის სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.

ტენდერში გამარჯვებულ პირთან ხელშეკრულებას გააფორმებს სს ევექსის კლინიკები. 

შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2021 წლის 1 დეკემბრის 18:00 საათისა.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის (შემდგომში „კონტრაქტორი“) გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით. 
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები. 
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება. 

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:

  • ტენდერის გამოცხადება: 24 ნოემბერი 2021წ.
  • სატენდერო წინადადებების მიღება: 1 დეკემბერი 2021წ.
  • გამარჯვებული პრეტენდენტ(ებ)ის გამოვლენა: 6 დეკემბერი 2021წ.
  • ხელშეკრულების გაფორმება: 8 დეკემბერი 2021წ

შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ. 

ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება იმავე საკომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება. 

შემსყიდველი იტოვებს უფლებას, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან / შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება იმავე საკომომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება. 

სამუშაოები სასურველია შესრულდეს 70(სამოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში, თუ პრეტენდენტისთვისსამუშაოების შესასრულებლად გამოყოფილი ვადა არასაკმარისია, შესაძლებელია მიუთითოს მისთვის სასურველი ვადა.

აუცილებელია ობიექტის დათავლიერება სატენდერო წინადადების წარმოდგენამდე.

სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, www.tenders.ge-ზე, დახურული კონვერტის პრინციპით.
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 1 დეკემბერი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Clinics_procurement@evex.ge

ობიექტზე ვიზიტის თარიღი და დრო წინასწარ უნდა შეთანხმდეს შემსყიდველის წარმომადგენელთან, საკონტატქო: 599466373 ვახტანგ ბოჭორიშვილი.

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები

დოკუმენტაცია

დანართი #2 - ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ დანართი #2 - ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ
დანართი #3 - შეთანხმება კონფიდენციალურობაზე დანართი #3 - შეთანხმება კონფიდენციალურობაზე
დანართი #4 - აფიდავიტი დანართი #4 - აფიდავიტი
დანართი #5 - ხარჯთაღრიცხვა დანართი #5 - ხარჯთაღრიცხვა
დანართი #6 - ნარდობის ხელშეკრულების ნიმუში დანართი #6 - ნარდობის ხელშეკრულების ნიმუში
დანართი #7 არქიტექტურული ნაწილი დანართი #7 არქიტექტურული ნაწილი
დანართი #8 ტექნოლოგიური ნაწილი დანართი #8 ტექნოლოგიური ნაწილი
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
RFP-სატენდერო განაცხადი RFP-სატენდერო განაცხადი
ყველას ჩამოტვირთვა

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    29 ნოემბერი 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა