24 იანვარი 2022, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT11770 - ტენდერი ტურბინის სარეზერვო წინა, უკანა სახურავების აღდგენა და ახალი წინა, უკანა ლაბირინთული შემჭიდროვების, უჟანგავი ფოლადის პერანგის და შემამჭიდროვებელი რგოლის დამზადებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია” აცხადებს ტენდერს: ტურბინის სარეზერვო წინა, უკანა სახურავების აღდგენა და ახალი წინა, უკანა ლაბირინთული შემჭიდროვების, უჟანგავი ფოლადის პერანგის და შემამჭიდროვებელი რგოლის დამზადებაზე 11.01-GIEC-HYDRO-TURBINA/Service-2022
სამუშაოს სპეციფიკაცია:
ლოტი #1
- ტურბინის სარეზერვო წინა სახურავის აღდგენა - 1 ცალი;
- ტურბინის სარეზერვო უკანა სახურავის აღდგენა - 1 ცალი.
- წინა ლაბირინთული შემჭიდროვების დამზადება – 2 ცალი;
- უკანა ლაბირინთული შემჭიდროვების დამზადება – 2 ცალი;
ლოტი #2
- უჟანგავი ფოლადის პერანგის დამზადება- 2 კვანძი
- შემამჭიდროვებელი რგოლი დამზადება- 2 ცალი
დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:
- დეტალების ნახაზები; (დანართი #1-5)
- ტექნიკური დავალება. (დანართი #6)
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდის მითითებით);
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
წინადადების წარდგენის წესი:
- წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 24 იანვარი, 17:00 საათი.
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი (11.01-GIEC-HYDRO-TURBINA/Service-2022);
საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
შალვა გოგოლაძე
ელ.ფოსტა: shgogoladze@gig.ge
საკონტაქტო ნომერი: 591 12 97 74
საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ლერი ჭიპაშვილი;
საკონტაქტო ნომერი: 599 88 11 66
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 14600000 ლითონის მადანი და შენადნობები
- 14700000 ძირითადი ლითონები
- 44200000 სტრუქტურული მასალები
- 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები