ჩაბარების ვადა:

22 ნოემბერი 2022, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T15322 - ტენდერი A4 საკანცელარიო ქაღალდის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს A4 საკანცელარიო ქაღალდის შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტი:

  • საკანცელარიო ქაღალდის შესყიდვა ფასების ცხრილის (დანართი #1) შესაბამისად; 

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • კომპანიის მიმოხილვა:
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული; 
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის (დანართი #1) -ის მიხედვით;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ; 
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.

შენიშვნა:

  • განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად  შემდეგ მისამართებზე: 

  • . თბილისი, .ჭავჭავაძის გამზ. N 74, სსლიბერთი ბანკი“-ის სათავო შენობა;
  • .თბილისი, სერგო გუჯეჯიანის პირველი ჩიხი N 12, ბანკის აეროპორტის მიმდებარე სასაწყობე ფართი;
  • . სამტრედიაში მდებარე ბანკის გამანაწილებელ პუნქტში ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვამდე;
    საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის სიტყვიერი/ელექტრონული მოთხოვნის საფუძველზე: ყოველთვიური საერთო შეკვეთის მიღების შემთხვევაში 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, ხოლო ყოველდღიური შეკვეთების მიღების შემთხვევაში მისი მიღებიდან 24 საათის განმავლობაში. გეგმიური მიწოდება უნდა განხორციელდეს  3.1 პუნქტში მითითებულ მისამართებზე;

პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
  • ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის შესახებ შედგენილი  სასაქონლო ზედნადების და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან  10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;

ზოგადი პირობები:

  • 5.1.პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
  • სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის  (დანართი #2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

  • შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 22 ნოემბერი, 17:00 საათი. 
  • პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge; 
  • ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების  მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე; 

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში:
შესყიდვების მენეჯერი - შორენა თავაძე,
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge;
მობ: 595 901 200

ტენდერის კატეგორია:

  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები