ჩაბარების ვადა:

9 დეკემბერი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T15504 - ტენდერი ავტო გაზგასამართი სადგურების ტერიტორიაზე ბენზინგასამართი სადგურების ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

შპსგაზ ენდ პეტროლ კომპანი აცხადებს ტენდერს ავტო გაზგასამართი სადგურების ტერიტორიაზე ბენზინგასამართი სადგურების ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოებზე:

  • ელექტრონული ნაწილის სამონტაჟო, გაწყობითი სამუშაოები. სამუშაოები უნდა შესრულდეს დამკვეთის მასალებით;
  • მეხამრიდების და დამიწების კონტურების მონტაჟი. სამუშაოები უნდა შესრულდეს დამკვეთის მასალებით. ჩამიწების კონტურების წინაღობის გაზომვა სერთიფიცირებული საგამოცდო ლაბორატორიის მიერ ოქმების შედგენით. 

აღნიშნული სამუშაოები უნდა შესრულდეს შემდეგი ობიექტებისათვის თანდართული პროექტების მიხედვით:

  • აგგს „ხაშური“, მის: ქ. ხაშური, გორგასალის ქუჩა N30. საკადასტრო კოდი: 69.08.26.001
  • აგგს „ზესტაფონი“, მის: ზესტაფონის რაიონი, სოფელი არგვეთა. საკადასტრო კოდი: 32.03.34.139
  • აგგს „ნატახტარი“, მის: მცხეთის რაიონი, სოფელი წეროვანი. საკადასტრო კოდი: 72.08.22.233

დართულ ფაილებში გთხოვთ იხილოთ:

  • გაზგასამართი სადგურის, ავტოგასამართ კომპლექსად რეკონსტრუქციის პროექტები (ელექტრული ნაწილი) ობიექტების მიხედვით. 

განსაკუთრებული პირობა: სამუშაოები აუცილებლად უნდა შესრულდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში და მათი დაცვით.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვების სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით. ამასთანავე, სამონტაჟო სამუშაოების თანხები მეხამრიდებზე, გაზომვით სამუშაოებზე და ელ. ნაწილზე წარმოდგენილ უნდა იქნას ცალ-ცალკე.
  • სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი.
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ.
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან) და საკონტაქტო ინფორმაცია.

წინადადების წარდგენის წესი:

  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 9 დეკემბერი 18:00 სთ.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს როგორც პრეტენდენტის დასახელება და საკონტაქტო ნომერი, ასევე ტენდერის მიმღები ორგაზაციის (შპს გაზ ენდ პეტროლ კომპანი) და ტენდერის დასახელება.

საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
ესმა ჩაჩანიძე
საკონტაქტო ნომერი: 599 67 14 14
ელ.ფოსტა: echachanidze@neogas.ge

საკონტაქტო პირი სამუშაოებთან დაკავშირებით:
ლევან ლაბაძე
საკონტაქტო ნომერი: 595 33 44 24

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 31200000 ელექტროენერგიის გამანაწილებელი და საკონტროლო აპარატურა
  • 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა