
18 მარტი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT21320 - ტენდერი საქართველოს ეროვნული ბანკის კიბერ უსაფრთხოების ჩარჩოსთან შესაბამისობისა და ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონთან შესაბამისობის აუდიტის ჩატარებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს კომპანიის შესარჩევ ტენდერს საქართველოს ეროვნული ბანკის კიბერ უსაფრთხოების ჩარჩოსთან შესაბამისობისა და ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონთან შესაბამისობის აუდიტის მიზნით, ქვემოთ მოცემული საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.
მოთხოვნები:
- კომპანიას გააჩნია ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტების ჩატარების სულ მცირე 3-წლიანი გამოცდილება;
- კომპანიას ჩატარებული აქვს სულ მცირე 2 მსგავსი პროექტი ბოლო 2 წელიწადში;
- კომპანიას ჰყავს აუდიტორი, რომელიც ჩართული იყო სულ მცირე 2 მსგავს პროექტში ბოლო 2 წელიწადში;
- აუდიტის პროცესში ჩართული გუნდის წევრებს გააჩნიათ შესაბამისი კვალიფიკაცია;
- ციფრული მმართველობის სააგენტოს ავტორიზაცია ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარებაზე;
- შეთავაზება უნდა მოიცავდეს:
- კომპანიის რელევანტური გამოცდილების დასადასტურებლად, პროექტების სია;
- აუდიტის პროცესში ჩართული პირების როლების აღწერა და CV;
- აუდიტში ჩართული პირების კაც/დღეების გადანაწილება;
- პროექტის გეგმა და ვადები;
- მეთოდოლოგია;
- ფინანსური წინადადება;
- ციფრული მმართველობის სააგენტოს ავტორიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
უპირატესობა მიენიჭებათ კომპანიებს, რომლებსაც ჰყავთ რეზიდენტი აუდიტორი.
აუდიტის სკოუპი:
- ლიბერთი ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის ეროვნული ბანკის კიბერ უსაფრთხოების ჩარჩოსთან შესაბამისობის შეფასება;
- ლიბერთი ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის შესაბამისობის შეფასება ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონისა და დაკავშირებული კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნებთან.
აუდიტის შედეგები:
- 2 ანგარიში:
- ანგარიში ეროვნული ბანკის კიბერ უსაფრთხოების ჩარჩოსთან შესაბამისობაზე;
- ანგარიში საქართველოს კანონთან შესაბამისობის შეფასებაზე; - ანგარიშები, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს:
- შესაბამისობის შეფასება შეჯამება;
- ცალკეულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება;
- შეუსაბამობების ჩამონათვალი შესაბამისი კლასიფიკაციით;
- რეკომენდაცია როგორ უნდა გამოსწორდეს შეუსაბამობები;
- აუდიტი მეთოდოლოგიის აღწერა;
- შეუსაბამობების ჩამონათვალი, კლასიფიკაციითა და რეკომენდაციებით ცალკე excel-ის ფორმატში.
ბანკის მხრიდან კომპანიასთან ურთიერთობის გაგრძელებაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მხარეთა შორის გაფორმდება ხელშეკრულება დანართი #1-ის შესაბამისად.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ არაუგვიანეს 2024 წლის 18 მარტისა წარმოადგინოთ შემოთავაზება სატენდერო კომიტეტის შემდეგ ელ. მისამართზე: tendercommittee@lb.ge;
ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება.
კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე:
სატენდერო კომისიის აპარატი
შესყიდვების მენეჯერი
შორენა თავაძე
ელ.ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595 901 200
ტენდერის კატეგორია:
- 79200000 საბუღალტრო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებები