ჩაბარების ვადა:

18 მარტი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T21320 - ტენდერი საქართველოს ეროვნული ბანკის კიბერ უსაფრთხოების ჩარჩოსთან შესაბამისობისა და ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონთან შესაბამისობის აუდიტის ჩატარებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს კომპანიის შესარჩევ ტენდერს საქართველოს ეროვნული ბანკის კიბერ უსაფრთხოების ჩარჩოსთან შესაბამისობისა და ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონთან შესაბამისობის აუდიტის მიზნით, ქვემოთ მოცემული საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.

მოთხოვნები:

  • კომპანიას გააჩნია ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტების ჩატარების სულ მცირე 3-წლიანი გამოცდილება;
  • კომპანიას ჩატარებული აქვს სულ მცირე 2 მსგავსი პროექტი ბოლო 2 წელიწადში;
  • კომპანიას ჰყავს აუდიტორი, რომელიც ჩართული იყო სულ მცირე 2 მსგავს პროექტში ბოლო 2 წელიწადში;
  • აუდიტის პროცესში ჩართული გუნდის წევრებს გააჩნიათ შესაბამისი კვალიფიკაცია;
  • ციფრული მმართველობის სააგენტოს ავტორიზაცია ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარებაზე;
  • შეთავაზება უნდა მოიცავდეს:
     - კომპანიის რელევანტური გამოცდილების დასადასტურებლად, პროექტების სია;
     - აუდიტის პროცესში ჩართული პირების როლების აღწერა და CV;
     - აუდიტში ჩართული პირების კაც/დღეების გადანაწილება;
     - პროექტის გეგმა და ვადები;
     - მეთოდოლოგია;
     - ფინანსური წინადადება;
     - ციფრული მმართველობის სააგენტოს ავტორიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

უპირატესობა მიენიჭებათ კომპანიებს, რომლებსაც ჰყავთ რეზიდენტი აუდიტორი.

აუდიტის სკოუპი:

  • ლიბერთი ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის ეროვნული ბანკის კიბერ უსაფრთხოების ჩარჩოსთან შესაბამისობის შეფასება;
  • ლიბერთი ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის შესაბამისობის შეფასება ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონისა და დაკავშირებული კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნებთან.

აუდიტის შედეგები:

  • 2 ანგარიში:
     - ანგარიში ეროვნული ბანკის კიბერ უსაფრთხოების ჩარჩოსთან შესაბამისობაზე;
     - ანგარიში საქართველოს კანონთან შესაბამისობის შეფასებაზე;
  • ანგარიშები, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს:
     - შესაბამისობის შეფასება შეჯამება;
     - ცალკეულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება;
     - შეუსაბამობების ჩამონათვალი შესაბამისი კლასიფიკაციით;
     - რეკომენდაცია როგორ უნდა გამოსწორდეს შეუსაბამობები;
     - აუდიტი მეთოდოლოგიის აღწერა;
     - შეუსაბამობების ჩამონათვალი, კლასიფიკაციითა და რეკომენდაციებით ცალკე excel-ის ფორმატში.

ბანკის მხრიდან კომპანიასთან ურთიერთობის გაგრძელებაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მხარეთა შორის გაფორმდება ხელშეკრულება დანართი #1-ის შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ არაუგვიანეს 2024 წლის 18 მარტისა წარმოადგინოთ შემოთავაზება სატენდერო კომიტეტის შემდეგ ელ. მისამართზე: tendercommittee@lb.ge;

ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების  მიღების დადასტურება.

კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე:

სატენდერო კომისიის აპარატი
შესყიდვების მენეჯერი
შორენა თავაძე
ელ.ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595 901 200

ტენდერის კატეგორია:

  • 79200000 საბუღალტრო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებები