ჩაბარების ვადა:

1 აპრილი 2024, 23:59

სტატუსი:

დასრულებული

T21436 - Development of visual identity and branding for the project QUIS- Quality Infrastructure – Better Goods and Services

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.

დაგეგმილი გვაქვს, შევისყიდოთ შემდეგი მომსახურება საქართველოში რეგისტრირებული კომპანიისგან: Development of visual identity and branding for the project QUIS- Quality Infrastructure – Better Goods and Services.

პროექტის დასახელება: QUIS Better Goods and Services
პროექტის ნომერი: 23.2227.9-001.00

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ტექნიკური დავალება. (დანართი 1).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ   გამოგვიგზავნოთ თქვენი შემოთავაზება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე : ge_quotation@giz.de შეთავაზების მიღების ბოლო ვადა გახლავთ 01.04.2024 23:59 საათი.

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე. დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება!

შემოთავაზებები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში (ეროვნული ვალუტა), სხვა ვალუტაში წარმოდგენილი შემოთავაზებები არ მიიღება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 172-ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი), შესაბამისად, წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს და ეს მითითებული უნდა იყოს შემოთავაზებაში.

გთხოვთ შემოთავზების ელექტრონულად გამოგზავნისას დაიცვათ შემდეგი მითითებები:

  • შემოთავაზებები წარმოდგენილი უნდა იყოს PDF-ფორმატში.
  • ფინანსური და ტექნიკური შეთავაზება უნდა იყოს წარმოდგენილი ორ ცალკეულ PDF ფაილებში. ფაილები უნდა დასახელდეს შემდეგნაირად: 1. Technical offer; 2. Financial offer
  • მეილისსათაურში (Subject) მითითებულიუნდაიყოსშემდეგი ტენდერისნომერი: 83461696 წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება თქვენი შემოთავაზების იდენტიფიცირება.
  • GIZ -საქართველოს სხვა ელ.ფოსტაზე შემოსულ შემოთავაზებებს მიენიჭებათ დისკვალიფიკაცია.
  • ელ.ფოსტის ზომა შემოიფარგლება 20 მბ-ით. იმ შემთხვევაში, თუ შეთავაზება აღემატება მონაცემთა მაქსიმალურ ზომას, შეთავაზების დოკუმენტები უნდა გაიგზავნოს შემდეგი ვებგვერდისმეშვეობით: https://filetransfer.giz.de/Start?2 . GIZ აღიარებს მხოლოდ ფაილების გადაცემის ამ კონკრეტულ პლათფორმას დიდი დოკუმენტების წარდგენისთვის.
  • GIZ არ არის პასუხისმგებელი, თუ ელექტრონული ფოსტის მიწოდება მითითებულ მისამართზე ვერ მოხერხდა GIZ-ის ან განმცხადებლის მხრიდან ტექნიკური პრობლემების გამო.

შეთავაზებაში უნდა იყოს მითითებული შემდეგი ინფორმაცია:

  • კომპანიის სახელწოდება
  • საიდენტიფიკაციო ნომერი
  • საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი,ტელეფონი, ელ.ფოსტა)
  • პროექტის ნომერი: 2227.9-001.00
  • ტენდერის ნომერი: 83461696
  • მიმღები:გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლობა, თბილისი,რუსთაველისგამზირი, N42/ ალექსანდრეგრიბოედოვისქუჩა, N31ა

გთხოვთ, შემოთავაზებაზე დასვათ ხელმოწერა.

შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, https://tenders.ge/  -ზე განთავსებული კითხვა/პასუხის მოდულის გამოყენებით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველადაინტერესებული პირისთვის.

წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ იქნება განხილული. შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 08.04.2024-თვის.  დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ კანდიდატთან.

შემოთავაზებების შეფასების ზოგადი სქემა:

  • შემოსული შემოთავაზებების შეფასება მოხდება როგორც ფასების, ასევე შინაარსის მიხედვით.
  • შინაარსობრივი შეფასების შემდეგ გაიხსნება და განიხილება წარმომდგენი პრეტენდენტების საფასო შემოთავაზებები. საფასო შეთავაზება მკაფიოდ და დეტალურად უნდა აღწერდეს ყველა სახის ძირითადხარჯს, რომელიც ამ ტექნიკური დავალების მიხედვით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელებისთვის უნდა იქნას გაწეული.
  • საბოლოო შეფასებაში შინაარსობრივი/საგნობრივი შეფასება შევა 70%-ით და ფასი/ღირებულება 30% -ით.  
  • მიღებული შედეგების მიხედვით პრეტენდენტებს პროგრამულად მიენიჭებათ რიგობრივი ნომერი. საუკეთესო მაჩვენებლის მქონე პირთან დაიწყება მოლაპარაკებები ხელშეკრულების გაფორმებისთაობაზე. თუ მოლაპარაკებები არ დამთავრდა წარმატებით, მაშინ მოლაპარაკებები განახლდება რიგით მეორე კანდიდატთან.

შემოთავაზებების შინაარსობრივი/საგნობრივი შეფასების სქემა:

  • შემოთავაზების შინაარსობრივი ნაწილი უნდა პასუხობდეს თანდართულ ტექნიკურ დავალებაში მითითებულ ინფორმაციას. ტექნიკური შეთავაზება არ უნდა შეიცავდეს რაიმე ინფორმაციას ფასის შესახებ.
  • არასაფასო შეფასების კრიტერიუმები თავის მხრივ დაიყოფა წინასწარ განსაზღვრული შეწონვის კოეფიციენტების მიხედვით. იხილეთ თანდართული ფაილი (დანართი 2).
  • ხელშეკრულების ზოგადი პირობებიგთხოვთ გაეცნოთ ხელშეკრულების ზოგად პირობებს(დანართი 3), რომელიც შემდგომში გამარჯვებულ კანდიდატთანგაფორმებული ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

დანართი:

  • ტექნიკური დავალება
  • შემოთავაზებების შინაარსობრივი შეფასების სქემა
  • ხელშეკრულების ზოგადი პირობები
  • საფასო შემოთავაზების შაბლონი

ტენდერის კატეგორია:

  • 48300000 დოკუმენტების, გრაფიკული გამოსახულებების შექმნის, გამოსახულების დამუშავების, დაგეგმვისა და წარმადობის გაზრდის პროგრამული პაკეტები
  • 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა