ჩაბარების ვადა:

2 აგვისტო 2024, 14:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T23295 - ტენდერი ობიექტის კვებით მომსახურებაზე გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ალტე უნივერსიტეტი“ (ს/კ: 202192643) აცხადებს ტენდერს ობიექტის კვებით მომსახურებაზე გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის. 

გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ობიექტის ტერიტორიაზე არსებულ ფართში (-1 სართულზე) კაფის გამართული ფუნქციონირება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-19:00 საათებში.

მომსახურების გაწევის ადგილი: ქალაქი თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა N2, 0177.

1.პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • კომპანიის საიდენტიფიკაციო მონაცემები
  • მენიუ და ფასების ცხრილი; 
  • კლიენტების სია, რეკომენდაციები;

სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • მომსახურების ფასი და ხარისხი, მენიუს მრავალფეროვნება;
  • შესაბამისი საქმიანობის გამოცდილება.

შენიშვნა: გამარჯვებულის გამოვლენამდე პრეტენდენტს შეიძლება ეთხოვოს დეგუსტაციის მოწყობა ობიექტის ტერიტორიაზე, თავისივე ხარჯით.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება შემდეგი პირობებით:

  • საიჯარო ფართი -1 სართულზე - 277 კვ.მ (აქედან კაფეტერიის ფართობი 232 კვ.მ და სამზარეულოს ფართობი 45 კვ.მ);
  • საიჯარო ქირა - 800 ლარი თვეში დღგ-ის ჩათვლით;
  • ობიქტებზე განთავსებული ინვენტარის გამოყენების უფლება;
  • კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა - 80 ადამიანი;
  • ვიზიტორების რაოდენობა დღეში - დაახლოებით 100-150 მომხმარებელი;

წინადადების მიღების ბოლო ვადა: 2 აგვისტო, 14:00 საათი.

2. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • წინადადების ფასის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
  • ხარჯები, რომლებიც წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას; 

3. ზოგადი პირობები:

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
  • მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი მომსახურების ხელშეკრულება. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა:  2024 წლის 2 აგვისტო, 14:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: N/A (ლარი/დოლარი)
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: თათული მაღლაფერიძე
მის.: საქართველო, თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა N2, 0177
ელ. ფოსტა: t.maglaperidze@alte.edu.ge 
ტელ.: +995 577 285 215

ტენდერის კატეგორია:

  • 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები
  • 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    31 ივლისი 2024 დრო 08:00
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა