
2 აგვისტო 2024, 14:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T23295 - ტენდერი ობიექტის კვებით მომსახურებაზე გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ალტე უნივერსიტეტი“ (ს/კ: 202192643) აცხადებს ტენდერს ობიექტის კვებით მომსახურებაზე გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის.
გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ობიექტის ტერიტორიაზე არსებულ ფართში (-1 სართულზე) კაფის გამართული ფუნქციონირება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-19:00 საათებში.
მომსახურების გაწევის ადგილი: ქალაქი თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა N2, 0177.
1.პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტები:
- კომპანიის საიდენტიფიკაციო მონაცემები
- მენიუ და ფასების ცხრილი;
- კლიენტების სია, რეკომენდაციები;
სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
- მომსახურების ფასი და ხარისხი, მენიუს მრავალფეროვნება;
- შესაბამისი საქმიანობის გამოცდილება.
შენიშვნა: გამარჯვებულის გამოვლენამდე პრეტენდენტს შეიძლება ეთხოვოს დეგუსტაციის მოწყობა ობიექტის ტერიტორიაზე, თავისივე ხარჯით.
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება შემდეგი პირობებით:
- საიჯარო ფართი -1 სართულზე - 277 კვ.მ (აქედან კაფეტერიის ფართობი 232 კვ.მ და სამზარეულოს ფართობი 45 კვ.მ);
- საიჯარო ქირა - 800 ლარი თვეში დღგ-ის ჩათვლით;
- ობიქტებზე განთავსებული ინვენტარის გამოყენების უფლება;
- კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა - 80 ადამიანი;
- ვიზიტორების რაოდენობა დღეში - დაახლოებით 100-150 მომხმარებელი;
წინადადების მიღების ბოლო ვადა: 2 აგვისტო, 14:00 საათი.
2. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- წინადადების ფასის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
- ხარჯები, რომლებიც წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
3. ზოგადი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი მომსახურების ხელშეკრულება. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 2 აგვისტო, 14:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: N/A (ლარი/დოლარი)
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: თათული მაღლაფერიძე
მის.: საქართველო, თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა N2, 0177
ელ. ფოსტა: t.maglaperidze@alte.edu.ge
ტელ.: +995 577 285 215
ტენდერის კატეგორია:
- 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები
- 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება