ჩაბარების ვადა:

4 სექტემბერი 2024, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T23575 - ფასთა გამოკითხვა ამწეს სათადარიგო ნაწილების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს არ ემ ჯი კოპერი აცხადებს ფასთა გამოკითხვას ამწეს სათადარიგო ნაწილების შესყიდვაზე.

  • შესყიდვის საგანი:
    - სატვირთო დოლი БК 510 (ბაგირის დიამეტრი 20 მმ, დოლის სიგრძე 1450 მმ) Ф-416.00.00СБ - 4 ც.
    - ამწე მექანიზმების სამუხრუ დოლი Ø400 მმ 260,3-4084. 8 ნახვრეტით - 4 ც.
    - ამწე მექანიზმების სამუხრუ დოლი Ø200 მმ 260,3-4076 - 2 ც.
    - ამწე მექანიზმების სამუხრუ დოლი Ø200 მმ 260,3-8291 - 2 ც.
    - ამწის გადაადგილების მუხრუჭის მექანიზმი ТКГ-200. ТГМ-25 - 6 ც.
    - ამწის აწევის მუხრუჭის მექანიზმი ТКТГ-400. ТГМ-80 - 4 ც.
    - კბილანა ნახევარქურო Ф-000.000.057 - 15 ც.
    - კბილანა ნახევარქუროს გარცაცმი Ф-000.000.058 - 15 ც.
  • კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 04.09.2024, 18:00 საათი.
  • ფასთა გამოკითხვაში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ პროდუქციის მიწოდებას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.
  • პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება.

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

  • ენა : ქართული/რუსული/ინგლისური
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • შემოთავაზებული პროდუქციის ღირებულება:
  • წარმოშობის სერთიფიკატი
  • გადახდის პირობები;
  • პროდუქციის მიწოდების ვადები;
  • მიწოდების პირობა;
  • ტექნიკური დოკუმენტაცია;
  • საგარანტიო პირობები;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
  • რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები;
  • ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ;

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.

მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.

ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1

კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზატორის ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქეთა ალექსი-მესხიშვილი
Т +995 595 30 00 16
kaleksimeskhishvili@richmetalsgroup.com

ტენდერის კატეგორია:

  • 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები