28 ნოემბერი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT24612 - ტენდერი შრომის უსაფრთხოების მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს შრომის უსაფრთხოების მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- დამკვეთისათვის საჭირო რაოდენობით შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტების გამოყოფა, რომელთაც გავლილი აქვთ აკრედიტებულ ორგანიზაციაში პროგრამა, რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით;
- კომპანიის შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების შეტანა;
- რისკების შეფასების დოკუმენტის წარმოება, შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონით დადგენილი სიხშირით კომპანიის თითოეული ობიექტისთვის;
- შრომის უსაფრთხოების მარეგულირებელი კანონებისა და რეგლამენტების საფუძველზე, რეკომენდაციების მომზადება და დამკვეთისათვის მიწოდება;
- უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვა;
- გამოვლენილი რისკების კონტროლთან დაკავშირებული რეკომენდაციების გაცემა;
- დამკვეთის დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება გეგმიური სწავლებებითა და ინსტრუქტაჟებით;
- დამკვეთის ობიექტზე გამოვლენილი ხარვეზების დოკუმენტირება, რეკომენდაციისა და ხარვეზის აღმოფხვრის ღონისძიებების მითითების შემცველი დოკუმენტის კომპანიისთვის გაგზავნა;
- დამკვეთის დროული ინფორმირება შრომის უსაფრთხოების მარეგულირებელ კანონებსა და რეგლამენტებში შესული ცვლილებების შესახებ და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
- კანონმდებლობით განსაზღვრული პერიოდულობით მიკროკლიმატის პარამეტრების, საწარმოო ხმაურისა და ვიბრაციის გაზომვითი სამუშაოების განხორციელება.
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის დეტალური მოთხოვნები და ვადები იხილეთ დანარში N1-ში;
- დღეის მდგომარეობით კომპანიას აქვს 500-ზე მეტი სავაჭრო ობიექტი თბილისსა და რეგიონებში;
- ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში პერიოდულად შეიძლება დამკვეთის მიერ მოხდეს ახალი ობიექტების გახსნა ან/და არსებული ობიექტების დახურვა, რის თაობაზეც დამკვეთი ელ. ფოსტით აცნობებს შემსრულებელს. ობიეტების დამატება/გაუქმება გავლენას არ იქონიებს შემსრულებლის მომსახურების ღირებულებაზე;
- შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება არა ერთჯერადი ხელშეკრულება;
- ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მომსახურების ღირებულება უნდა იყოს ფიქსირებული;
- გადახდის პირობა: 45 დღიანი კონსიგნაცია.
ტენდერის ვადა განისაზღვრება 2024 წლის 20 ნოემბრიდან 2024 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით;
ტენდერში შერჩეულ კომპანიასთან თანამშრომლობა დაიწყება 2025 წლის 1 მარტიდან.
აღნიშნული მოთხოვნების შესაბამისად გთხოვთ, მოგვაწოდოთ კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
მარიამ ყულიაშვილი
შესყიდვების სპეციალისტი
Mariam.Kuliashvili@orinabiji.ge
511 33 39 05
ტენდერის კატეგორია:
- 79700000 გამოძიებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები