ჩაბარების ვადა:

28 ნოემბერი 2024, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T24612 - ტენდერი შრომის უსაფრთხოების მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს შრომის უსაფრთხოების მომსახურების შესყიდვაზე 

ტენდერის პირობები/მოთხოვნები:

  • დამკვეთისათვის საჭირო რაოდენობით შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტების გამოყოფა, რომელთაც გავლილი აქვთ აკრედიტებულ ორგანიზაციაში პროგრამა, რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით;
  • კომპანიის შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების შეტანა;
  • რისკების შეფასების დოკუმენტის წარმოება, შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონით დადგენილი სიხშირით კომპანიის თითოეული ობიექტისთვის;
  • შრომის უსაფრთხოების მარეგულირებელი კანონებისა და რეგლამენტების საფუძველზე, რეკომენდაციების მომზადება და დამკვეთისათვის მიწოდება;
  • უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვა;
  • გამოვლენილი რისკების კონტროლთან დაკავშირებული რეკომენდაციების გაცემა;
  • დამკვეთის დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება გეგმიური სწავლებებითა და ინსტრუქტაჟებით;
  • დამკვეთის ობიექტზე გამოვლენილი ხარვეზების დოკუმენტირება, რეკომენდაციისა და ხარვეზის აღმოფხვრის ღონისძიებების მითითების შემცველი დოკუმენტის კომპანიისთვის გაგზავნა;
  • დამკვეთის დროული ინფორმირება შრომის უსაფრთხოების მარეგულირებელ კანონებსა და რეგლამენტებში შესული ცვლილებების შესახებ და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
  • კანონმდებლობით განსაზღვრული პერიოდულობით მიკროკლიმატის პარამეტრების, საწარმოო ხმაურისა და ვიბრაციის გაზომვითი სამუშაოების განხორციელება. 

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის დეტალური მოთხოვნები და ვადები იხილეთ დანარში N1-ში;
  • დღეის მდგომარეობით კომპანიას აქვს 500-ზე მეტი სავაჭრო ობიექტი თბილისსა და რეგიონებში;
  • ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში პერიოდულად შეიძლება დამკვეთის მიერ მოხდეს ახალი ობიექტების გახსნა ან/და არსებული ობიექტების დახურვა, რის თაობაზეც დამკვეთი ელ. ფოსტით აცნობებს შემსრულებელს. ობიეტების დამატება/გაუქმება გავლენას არ იქონიებს შემსრულებლის მომსახურების ღირებულებაზე;
  • შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება არა ერთჯერადი ხელშეკრულება;
  • ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მომსახურების ღირებულება უნდა იყოს ფიქსირებული;
  • გადახდის პირობა: 45 დღიანი კონსიგნაცია.

ტენდერის ვადა განისაზღვრება 2024 წლის 20 ნოემბრიდან 2024 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით;

ტენდერში შერჩეულ კომპანიასთან თანამშრომლობა დაიწყება 2025 წლის 1 მარტიდან. 

აღნიშნული მოთხოვნების შესაბამისად გთხოვთ, მოგვაწოდოთ კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით; 

დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge

აუცილებელი მოთხოვნა:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:

მარიამ ყულიაშვილი
შესყიდვების სპეციალისტი
Mariam.Kuliashvili@orinabiji.ge
511 33 39 05

ტენდერის კატეგორია:

  • 79700000 გამოძიებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები