7 თებერვალი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT25143 - ფასთა გამოკითხვა კასპის ქარხანაში ნედლეულის დახურულ საწყობზე კიბის მოწყობაზე
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
ქართული ცემენტი აცხადებს ფასთა გამოკითხვას კასპის ქარხანაში ნედლეულის დახურულ საწყობზე კიბის მოწყობაზე.
ჰანუველცემენტ კასპის ცემენტის ქარხანაში ნედლეულის დახურულ საწყობზე პროექტის მიხედვით მოსაწყობია კიბე.
ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოხარული ვართ გაცნობოთ რომ თქვენი კომპანია შერჩეულია როგორც პოტენციური შემსრულებელი და გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ ფასთა გამოკითხვაში.
ტექნიკური ინფორმაცია:
კიბის მოწყობის პროექტის ნახაზში იხილეთ სრული ინფორმაცია.
პროექტი თანხვედრაში უნდა ქვეყანაში არსებულ ყველა მოქმედ სტანდარტთან და მოთხოვნასთან.
შემსრულებელმა უნდა დაიცვას ჰანუველცემენტის სტანდარტები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებბული მოთხოვნები შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების კუთხით; მოსაწოდებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი შემდეგია:
- აღნიშნულ სამუშაოებზე გეგმა გრაფიკი;
- თქვენს მიერ შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
- რისკების შეფასება;
- სამუშაო მეთოდოლოგია;
- შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერთიფიკატი;
- ინფორმაცია ჩატარებული სწავლებების შესახებ;
- უბედურ შემთხვევაზე დაზღვევა
მოგვაწოდოს საპროექტო დოკუმენტაციის 3 ბეჭდური ეგზემპლარი და ყველა საპროექტო დოკუმენტი ორიგინალ ფაილში.
ყველა დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამის პროგრამაში, ხელით შესრულებული დოკუმენტები არ მიიღება დამკვეთის მიერ. ქვემოთ მოცემულია პროგრამები რომლებიც მისაღებია შეთანხმების გარეშე:
- ტექსტური დოკუმენტები, წერილები : MS Word
- ცხრილები, ანგარიშები: MS- Excel
- გეგმაგრაფიკები: MS – Project
- ნახაზები და სქემები: AUTOCAD
ამასთან ყველა ეს დოკუმენტი მოწოდებული უნდა იყოს pdf Acrobat ფორმატშიც.
აუცილებელია შემსრულებლის ადგილზე ვიზიტი წინადადების მოცემამდე.
ყველა ზემოთ მითითებული სამუშაო უნდა ჩატარდეს ტექნიკური დავალების და ადგილობრივი მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისი მოცულობით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი გარემოებები:
- სამუშაოების შესრულების ადგილი: კასპის ცემენტის ქარხანა.
- სამუშაოების შესრულების ვადა: გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენთვის მისაღები უმოკლესი ვადა.
- გადახდის პირობები: სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე
- ტექნიკური მოთხოვნები: თანდართული დოკუმენტებისა და ადგილობრივი ტექნიკური მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისად
თანდართული დოკუმენტები: კიბის მოწყობის პროექტი.
ყველა კორესპონდენცია წინადადების მოწოდების ჩათვლით უნდა მოხდეს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე 7 თებერვლის 18:00 საათამდე: shalva.beridze@cement.ge
შალვა ბერიძე
ტელ: +995 591 538 383
ელ.ფოსტა: shalva.beridze@cement.ge
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით გთხოვთ დაუკავშირდეთ:
მიშა კიტრიაშვილი
ტელ: +995 577 483 858
ელ.ფოსტა: misha.kitriashvili@cement.ge
ტენდერის კატეგორია:
- 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები