ჩაბარების ვადა:

7 თებერვალი 2025, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T25223- ტენდერი სარემონტო და საინჟინრო სამუშაოების შესრულებაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება, დამატებულია დოკუმენტაცია, ასევე იხილეთ დამატებითი დოკუმენტაციის ბმული ტენდერის აღწერილობაში.

ტენდერის აღწერილობა:

სადაზღვევო კომპანია იმედი ელ (ს/კ204919008) აცხადებს ტენდერს სარემონტო და საინჟინრო სამუშაოების შესრულებაზე, ტენდერი ჩატარდება ერთ ლოტად .

კომპანია სთავაზობს მიიღოს მონაწილეობა გამოცხადებულ ტენდერში პრეტენდენტებს: ოფისის სარემონტო და საინჟინრო სამუშაოების შესრულების მომსახურების შესყიდვაზე. შერჩეულ პრეტენდენტთან გაფორმდება ერთჯერადი მომსახურების ხელშეკრულება.

შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები:

ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილ კომპანიებს (ფიზიკური პირები და ინდ/მეწარმეები არ განიხილება). 

შერჩევის პროცესის ჩატარდება შემდეგი სქემით:

  • პეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 2024 წლის 7თებერვლისა
  • საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები. 
  • საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და გაფორმდება მომსახურების ხელშეკრულება.

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:

  • ტენდერის გამოცხადება - 31 იანვარი 2025 წელი
  • სატენდერო წინადადებების მიღება - 7 თებერვალი 2025 წელი
  • გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა - 10 თებერვალი 2025

კომპანია იტოვებს უფლებას ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე, შეაჩეროსტენდერი, გააგრძელოს შერჩევის პროცესში მითითებული ვადები, არ გააგრძელოსტენდერი,შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარიშეთანხმების გარეშე

ტენდერის შეჩერების/ შეწყვეტის შესახებ პრეტენდენტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებულსაკონტაქტო მისამართებზე

ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა, ასევე პირობების შეცვლა/გაფართოება არ გამოიწვევსრაიმე სახის, მათ შორის ფინანასური პასუხისმგებლობის დაკისრებას კომპანიისთვის. 

სსსადაზღვევო კომპანია იმედი ელ“- იტოვებს უფლებას კონტრაქტის ხელმოწერამდეგააფართოვოს ან შეცვალოს მისი მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით, რისშესახებაც წინასწარ წერილობით ეცნობებათ შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტენდერისპირობებით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიაიტოვებს უფლებას არ მიიღოს შემოთავაზება

გადაწყვეტილებას გამარჯვებულად გამოვლენის თაობაზე იღებს კომპანია პრეტენდენტისმიერ წარმოდგენილი ფასის/ კომპანიის გამოცდილების, რეპუტაციის/ წარმოდგენილისაქონლის ან და მომსახურების ხარისხის/ ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის შეჯამებისსაფუძველზე რომელსაც კომპანია მიიჩნევს საჭიროდ.

 კომპანია იტოვებს უფლებას გამარჯვებულად გამოვლენიდან ხელშეკრულებისხელმოწერამდე შეწყვიტოს ტენდერი, რაც არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის ფინანასურიპასუხისმგებლობის დაკისრებას კომპანიისთვის.

წესები და კითხვები :

  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტ/ებ/ის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება ძალაში უნდა იყოს 2 თვის განმავლობაში. 
  • პრეტენდენტი პასუხისმგებელია შერჩევის პროცესის დასრულებამდე შეინარჩუნოს მათ მიერ მოწოდებული შემოთავაზების კონფიდენციალურობა. 
  • გთხოვთ სრულად წარმოადგინოთ მოთხოვნილი სატენდერო დოკუმენტაცია  
  • გთხოვთ შემოთავაზებაში სრულად შეავსოთ ყველა დანართი და გადმოგვიგზავნოთ როგორც PDFასევე Excel-ის ფორმატშიც.

შემოთავაზება:

შერჩევა ტარდება დანართი 1 -ით განსაზღვრული მოთხოვნების და სპეციფიკაციების შესაბამისად, დანართი 3-ით და დანართი #4-ით განსაზღვრული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად  

კრიტერიუმები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები 

პრეტენდენტ/ებ/ი შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: 

  • მომსახურების ფასი;
  • გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის პირობა;
  • შეკვეთილი პროდუქციის/მომსახურების მოწოდების ვადა
  • კომპანიის გამოცდილება

ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ამონაწერი სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; 
  • ცნობა საგადასახადო ორგანოებიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;

 დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს, დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით; 

სს „სადაზღვევო კომპანია იმედი ელ“-ი უფლებამოსილია საკვალიფიკაციო დოკუმენტაციაშიარსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოახდინონ შერჩეული პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში; 
  • საგადასახადო ორგანოების მიერ პრეტენდენტის ქონებზე დადებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
  • რეგისტრირებულია ყადაღა პრეტენდენტის ქონებაზე;
  • დაწყებულია პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

პასუხისმგებლობა:

ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტ/ებ/თან დაიდება მომსახურების ხელშეკრულება, რომლის ერთ-ერთი მუხლი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:

„მომწოდებელს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში არ აქვს უფლება შეცვალოს ხელშეკრულებაში ფიქსირებული მომსახურების ტარიფები.“ 

 კონფიდენციალობა :

შერჩევის პროცესის მსვლელობის დროს პრეტენდენტ/ებ/ს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. პრეტენდენტი პასუხისმგებელია სს „სადაზღვევო კომპანია იმედი ელ“-ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე მისი დასრულების შემდეგ მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.

 დანართი 

დანართში წარმოდგენილია სატენდერო პაკეტის შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

  •  დანართი 1
  •  დანართი 2
  •  დანართი 3 - ხარჯთაღრიცხვა
  •  დანართი 4 - ხარჯთაღრიცხვა საინჟინრო
  • ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ

დამატებითი დოკუმენტაციისთვის იხილეთ ბმული:

https://drive.google.com/file/d/1D4Y88i_jHbUY6vXpVrAMimEioq-4uj11/view

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 7 თებერვალი,18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:
procurement@imedil.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    31 იანვარი 2025 დრო 18:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა