
5 მარტი 2025, 17:00
სტატუსი:
მიმდინარეT25495 - ტენდერი ბურღვითი სამუშაოების მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „რინუებალ ენერჯი სოლუშენს“ აცხადებს ტენდერს ბურღვითი სამუშაოების მომსახურების შესყიდვის შესახებ (#25/02-RES-SKRA/PILES-25).
სპეციალური მანქანა-დანადგარების მეშვეობით და გეოლოგიური პირობების გათვალისწინებით უნდა გაიბურღოს 1408 ცალი 1500 მმ-იანი ხიმინჯი. ხიმინჯების განლაგება უნდა მოხდეს გეოპოზიციურ წერტილებში გეოდეზისტის დახმარებით. ხიმინჯების მოწყობისას აუცილებელია, რომ იყოს დაცული დიაგონალების რიგობითობა და მთლიანობა.
ხიმინჯი ამ კონკრეტულ შემთხვევაში წარმოადგენს მეტალის პროფილებს შემდეგი ზომებით და რაოდენობით:
- 90х50х18,5х3, სიგრძე 2531 მმ - 704 ცალი
- 90х50х18,5х, სიგრძე 3602 მმ - 704 ცალი
მისამართი: გორის რაიონი, სოფელი სკრა (კოორდინატები: 41.99890693956168; 43.992914672423524).
სამუშაოების შესრულების საორიენტაციო ვადა: 2025 წლის მარტი
შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, პეკინის გამზ. N34/ ალ. ყაზბეგის გამზ. N2ა, 0160. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - „ბურღვითისამუშაოების მომსახურების შესყიდვა“ და ნომერი #25/02-RES-SKRA/PILES-25.
შეთავაზების ვალუტა: ლარი
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის, 5 მარტი, 17:00 სთ
ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: თამარა დვალიშვილი; ტელ: 557 77 88 85
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 76300000 ბურღვასთან დაკავშირებული მომსახურებები