
20 მარტი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT25594 - ტენდერი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ტესიო“ აცხადებს ტენდერს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე.
გთხოვთ იხილოთ სატენდერო მოთხოვნა, სადაც ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ფასები ლარში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის, მათ შორის დღგ-ს ჩათვლით. აღნიშნული ფასები უნდა იყოს ფიქსირებული და არ შეიცვალოს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.
სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულების მისამართია ქ.თბილისი, ტაბახმელა. მოცემული სამუშაოების შესასრულებლად გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდება 10 თვის ვადით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.
ტენდერის # - 4360
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება - 2025 წლის 20 მარტამდე
განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში - 10 საათიდან 18 საათამდე.
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:
- უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- განფასება (ცალ-ცალკე მონოლითი და სარემონტო სამუშაოები);
- ანგარიშსწორების პირობა;
- წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- კომპანიაზე ზოგადი ინფორმაცია გამოცდილების შესახებ;
- კლიენტების ჩამონათვალი;
- კომპანიის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სარეკომენდაციო წერილები;
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:
- ატვირთული ფაილების სახით ან დაარქივებული (RAR)
- მეილში მითითებული უნდა იყოს საკონტაქტო ტელეფონი
- საბოლოო ხარჯთაღრიცხვა დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით
მოთხოვნა:
წარმოდგენილი ფასები უნდა იქნეს მითითებული ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს ჩათვლით;
დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2025 წლის 20 მარტის ჩათვლით (18:00 საათი) შემდეგ ელ-ფოსტაზე: n.gogolashvili@sanso.ge
რეკვიზიტები:
ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: ნიკოლოზ გოგოლაშვილი
ტელეფონი: +995 577 681628
ელ.ფოსტა: n.gogolashvili@sanso.ge
შპს ,,ტესიო“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით.
ტენდერის კატეგორია:
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები