
2 მაისი 2025, 17:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T26210 - ტენდერი სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მოწყობაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს სათავო ოფისის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #74), სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მიწოდება/მონტაჟზე, დანართების №1-6-ში წარმოდგენილი დეტალური ინფორმაციის შესაბამისად.
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს მოთხოვნილ სრულ სამუშაოებზე როგორც სახანძრო სიგნალიზაციის, ევაკუაციის მართვის და ავარიული განათების სისტემის, საევაკუაციო გახმოვანების სისტემის, ისე კვამლსაწინააღმდეგო ვენტილაციის სისტემის მიწოდება/მონტაჟზე.
2. პრეტენდენტის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- სამეწარმეო ამონაწერი;
- განიხილება კომპანია, რომელიც მინიმუმ 2(ორი) წელიწადია რაც დაფუძნებულია;
- კომპანიის მოკლე მიმოხილვა;
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართების №5-6-ის შესაბამისად);
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და შესრულების პირობებზე;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
- თითოეული მოსაწოდებელი პროდუქციის ოფიციალური დეტალური ტექნიკური აღწერილობა.
3. გამარჯვების შემდგომ პრეტენდენტის მიერ, ხელშეკრულების გაფორმებამდე, სავალდებულო წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სპეციალისტთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
საქონლის მოწოდება და მომსახურება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №74;
შენიშვნა: საქონლის მიწოდება და მომსახურება უნდა მოხდეს სამუშაო საათებში;
4. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
- ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება გამყიდველის მიერ ფაქტიურად მოწოდებული საქონლის და გაწეული მომსახურების შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
- ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია;
5. ზოგადი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი №7) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას;
6. ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
6.1. შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 02 მაისი, 17:00 საათი.
6.2. სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე, ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge; მობ: 595 90 12 00.
გთხოვთ დეტალურად გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ მოთხოვნებსა და დანართი №1-6-ში წარმოდგენილ პროექტებსა და მასალათა სპეციფიკაციებს.
სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მოწყობის მოთხოვნები:
- დეტალების დასაზუსტებლად პრეტენდენტი ვალდებულია ბანკის წარმომადგენლებთან ერთად წინასწარ დაათვალიეროს და დეტალურად შეისწავლოს ობიექტი და შესასრულებელი სამუშაო;
- სამუშაოები უნდა შესრულდეს ადგილობრივი კანონმდებლობის, რეგლამენტებისა და საერთაშორისო პრაქტიკების (NFPA) გათვალისწინებით;
- სახანძრო სისტემების მოწყობის ლოგიკები/სცენარები (მართვის პანელის, ელ. მომარაგების სისტემების, აუდიო გახმოვანების, კვამლსაწინააღმდეგო სისტემების, ლიფტების, ტურნიკეტების, სახანძრო კარებების მოქმედებათა სქემა) წინასწარ უნდა იქნას შეთანხმებული დამკვეთთან;
- სამუშაოები უნდა ჩატარდეს დანართ №1-4-ში მოცემული პროექტების მიხედვით;
- სამუშაოები უნდა განხორციელდეს დამკვეთთან წინასწარ შეთანხმებული განრიგით;
- დეტექტორები დასამონტაჟებელია, როგორც სამუშაო სივრცეში, ისე ჭერში (ამსტრონგის ჭერის ზემოთ);
- პრეტენდენტმა თითოეულ შემოთავაზებულ პროდუქტზე უნდა მიუთითოს მწარმოებელი/გამომშვები ქვეყანა და კონკრეტული აგრეგატის, ასევე მასალების ზუსტი მოდელები; პრეტენდენტმა დამკვეთს უნდა მიაწოდოს შემოთავაზებული მასალების ტექნიკური დოკუმენტაცია;
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა (MAF);
- პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ზემოთ აღნიშნული სამუშაოების ჩატარების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- მოწოდებულ მასალებს და შესრულებულ სამუშაოებს უნდა ჰქონდეს გარანტია მინიმუმ 2 (ორი) წლის ვადით;
- ტენდერში მონაწილე კომპანიას უნდა ჰყავდეს სამონტაჟე საქმიანობის შესაბამისი კვალიფიკაციის სერტიფიცირებული სპეციალისტები;
- ელექტროსამუშაოების შესრულებისთვის კომპანიას უნდა ჰყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის სერტიფიცირებული ელექტრიკოსები. სერტიფიკატი გაცემული უნდა იყოს აკრედიტებული ორგანოს მიერ; პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს აკრედიტებული ორგანოს მიერ ელექტრიკოსზე გაცემული სერტიფიკატი;
- პრეტენდენტ კომპანიას ბრძანებით უნდა უნდა ჰყავდეს დანიშნული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, რომელიც კონტროლს გაუწევს შრომის უსაფრთხოების საკითხების დაცვას, ზემოთ აღნიშნული სამუშაოების ჩატარების მთელ პერიოდში. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დანიშვნის ბრძანება და აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატი;
- მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, მიმწოდებელმა/შემსრულებელმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს თითოეული მოწოდებული კომპონენტის ტესტირება; უნდა მოხდეს ტესტირების შედეგების დოკუმენტირება; ტესტირება წარმატებულად ჩაითვლება თუ მიღებული შედეგები დაემთხვევა მწარმოებლის ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ მნიშვნელობებს და პროექტით გათვალისწინებულ დეტალებს;
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 2 მაისიი, 17:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია:
შესყიდვების მენეჯერი
შორენა თავაძე
595 901 200
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
ტენდერის კატეგორია:
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები