
30 ივნისი 2025, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT26671 - ტენდერი ქ. რუსთავში მზის ელექტროსადგურის ტერიტორიის შეღობვასა და განათების მოწყობაზე
- გამომცხადებელი: ASTORIOS LLC
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 30 ივნისი 2025 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ასტორიოს “ აცხადებს ტენდერს მზის ელექტროსადგურის ტერიტორიის შეღობვა დაგანათების მოწყობის სამუშაოებზე;
ზოგადი ინფორმაცია:
- არსებული ტერიტორიის პერიმეტრია: 2100 მეტრი;
- ტერიტორიის ფართობია: 28 ჰექტარი;
- ღია რელიეფი, საცხოვრებელი ზონებიდან მოშორებით;
ტექნიკური ინფორმაცია:
- ღობის ტიპი: ბადისებრი, 1,8 მ სიმაღლის.
- განათება: ფოლადის ბოძის LED განათება. შედგება ორი 3 მეტრიანი ფოლადის ბოძისგან(120მმ იანი და 100მმ იანი დიამეტრით). განათების ბოძებს უნდა ჰქონდეთ განათებისათვისდასაერთებელი ელექტრო კაბელი.
- ტერიტორიას უნდა ჰქონდეს 2 ძირითადი კარიბჭე (4.5 მეტრი სიგანის) აქვე უნდა იქნასდამონტაჟებული პერსონალის შესასვლელი კარები (1 მეტრი სიგანის). მაგალითისათვის იხილეთდანართი).
- 1 დამატებითი კარები (1 მეტრი სიგანის)
მასალების ჩამონათვალი და სპეციფიკაცია იხილეთ დანართში;
შენიშვნა: სატენდერო წინადადება აუცილებლად წარმოდგენილი უნდა იყოს მონტაჟით.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ ქვემოთ ჩამოთვლილიდოკუმენტაცია ინგლისურ ენაზე:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულიგადასახადების ჩათვლით;
- შესასყიდი მასალების და შესასრულებელი სამუშაოების ფასების ჩამონათვალი;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ:
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტიამოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებათ აუცილებელია კომპანიას ჰქონდეს მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების სფეროში. ასევე უნდა წარადგინოსშესაბამისი რეფერანსები რომლთა გადამოწმება საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელიიქნება.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტსმოსთხოვოს:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობსმისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივიშეზღუდვის არარსებობის შესახებ;
შეთავაზების წარდგენის ბოლო ვადა: 30.06.2025
შემოთავაზება გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: valeri.k@astorios.com
შესასყიდი მასალის სპეციფიკაციებთან და სხვა ტექნიკურ საკითხებზე კითხვებისშემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ:
ვალერი კუხალაშვილი
მობ: 595747473
ტენდერის კატეგორია:
- 31500000 გასანათებელი მოწყობილობები და ელექტრონათურები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
მოგესალმებით, ამ ტენდერთან დაკავშირებით რამდენიმე შეკითხვა 1. საჭიროა თუ არა შემოღობვის ბადისათვის რკ.ბეტონის ცოკოლის მოწყობა, თუ ბადე გაივლის უშუალოდ გრუნტის დონეზე? 2. ჭიშკარის ესკიზი -გაქვთ თუ ჩვენი შეხედულებით დავამზადოთ? 3. ბოძების საძირკვლების ზომები არ ჩანს. 4. განათების კაბელი რა მანძილზე იქნება მისაყვანი, და გაივლის გრუნტში თუ ღობეზე? 5. ღობის ბოძები უნდა შეიღებოს? თვითონ ღონე ალბათ არა. და განიხილება თუ არა მთუთიებულის ნაცვლად პლასტიკით დაფაარული ?