
30 ივნისი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT26671 - ტენდერი ქ. რუსთავში მზის ელექტროსადგურის ტერიტორიის შეღობვასა და განათების მოწყობაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ასტორიოს “ აცხადებს ტენდერს მზის ელექტროსადგურის ტერიტორიის შეღობვა დაგანათების მოწყობის სამუშაოებზე;
ზოგადი ინფორმაცია:
- არსებული ტერიტორიის პერიმეტრია: 2100 მეტრი;
- ტერიტორიის ფართობია: 28 ჰექტარი;
- ღია რელიეფი, საცხოვრებელი ზონებიდან მოშორებით;
ტექნიკური ინფორმაცია:
- ღობის ტიპი: ბადისებრი, 1,8 მ სიმაღლის.
- განათება: ფოლადის ბოძის LED განათება. შედგება ორი 3 მეტრიანი ფოლადის ბოძისგან(120მმ იანი და 100მმ იანი დიამეტრით). განათების ბოძებს უნდა ჰქონდეთ განათებისათვისდასაერთებელი ელექტრო კაბელი.
- ტერიტორიას უნდა ჰქონდეს 2 ძირითადი კარიბჭე (4.5 მეტრი სიგანის) აქვე უნდა იქნასდამონტაჟებული პერსონალის შესასვლელი კარები (1 მეტრი სიგანის). მაგალითისათვის იხილეთდანართი).
- 1 დამატებითი კარები (1 მეტრი სიგანის)
მასალების ჩამონათვალი და სპეციფიკაცია იხილეთ დანართში;
შენიშვნა: სატენდერო წინადადება აუცილებლად წარმოდგენილი უნდა იყოს მონტაჟით.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ ქვემოთ ჩამოთვლილიდოკუმენტაცია ინგლისურ ენაზე:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულიგადასახადების ჩათვლით;
- შესასყიდი მასალების და შესასრულებელი სამუშაოების ფასების ჩამონათვალი;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ:
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტიამოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებათ აუცილებელია კომპანიას ჰქონდეს მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების სფეროში. ასევე უნდა წარადგინოსშესაბამისი რეფერანსები რომლთა გადამოწმება საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელიიქნება.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტსმოსთხოვოს:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობსმისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივიშეზღუდვის არარსებობის შესახებ;
შეთავაზების წარდგენის ბოლო ვადა: 30.06.2025
შემოთავაზება გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: valeri.k@astorios.com
შესასყიდი მასალის სპეციფიკაციებთან და სხვა ტექნიკურ საკითხებზე კითხვებისშემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ:
ვალერი კუხალაშვილი
მობ: 595747473
ტენდერის კატეგორია:
- 31500000 გასანათებელი მოწყობილობები და ელექტრონათურები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები