28 ივლისი 2017, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT2705 - ტენდერი დოკუმენტბრუნვის პროგრამისა და მოთხოვნების/შესყიდვების ცენტრალიზებული მართვის ელექტრონული სისტემის შექმნა-დანერგვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ აცხადებს ტენდერს მომსახურების შესყიდვაზე: დოკუმენტბრუნვისა პროგრამისა და მოთხოვნების/შესყიდვების ცენტრალიზებული მართვის ელექტრონული სისტემის შექმნა-დანერგვაზე კომპანიის მასშტაბით 13/07-GIG-S/DMPS-17
ტენდერი იყოფა ორ ლოტად:
- ლოტი N1: დოკუმენტბრუნვის პროგრამის შესყიდვა საორიენტაციოდ 100 მომხმარებელზე;
- ლოტი N2: მოთხოვნების/შესყიდვების ცენტრალიზებული მართვის ელექტრონული სისტემის შესყიდვა საორიენტაციოდ 100 მომხმარებელზე;
- ლოტი N3: ერთიანი პროგრამის შესყიდვა. (შესყიდვები და დოკუმენტბრუნვა გაერთიანებული) საორიენტაციოდ 100 მომხმარებელზე.
შესყიდვის ზოგადი პირობები:
- განიხილება როგორც მზა პროგრამის დანერგვის ისე ახალი პროგრამის დაწერის ალტერნატივა;
- აუცილებელი პირობა: პრეტენდენტ კომპანიას უნდა გააჩნდეს ტექნიკური მხარდაჭერის (Support) შესაძლებლობა;
პროგრამების მიმართ ზოგადი და დეტალური ფუნქციონალური მოთხოვნები, გთხოვთ, იხილოთ დართულ ფაილებში.
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებას წარმოსადგენი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია:
- მსგავსი პროექტების (პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა/დანერგვა) განხორციელების გამოცდილება:
- წარმოდგენილი უნდა იყოს შესრულებული პროექტების მოკლე აღწერა დამკვეთისა და პერიოდის მითითებით; - მინიმუმ ერთი სარეკომენდაციო წერილი (რეკომენდირებულია ორი);
სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით დეტალურად ჩაშლილი ლოტების მიხედვით შემდეგი პუნქტებით:
- პროგრამის შექმნისა და დანერგვის ფასი;
- ლიცენზირების მოდელი და შესაბამისი ფასის მატრიცა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- თანამშრომლების ტრენინგი პროგრამის მოხმარებაზე (დასატრენინგებელი თანამშრომლების რაოდენობა განისაზღვრება ერთობლივად);
- ტექნიკური მხარდაჭერის წლიური გადასახადი; - დეტალურად გაწერილი გადახდის პირობები და ვადები;
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტიის წარმოდგენა მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე; - სისტემის სრულად დანერგვისთვის დეტალურად გაწერილი გეგმა-გრაფიკი;
- სისტემის ფუნქციონირებისათვის საჭირო გარემოს აღწერილობა;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, გადაწყვეტილების მიმღები პირის საკონტაქტო ინფორმაცია);
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას კომპანიას მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- სატენდერო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
- კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტის დასახელება, ტენდერის დასახელება და ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18, GIG Plaza;
- საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე; ტელ: 551 11 22 22; ელ-ფოსტა: v_maisuradze@giec.ge .
- ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით კითხვების დასმა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისამართებზე: to t_khuchua@gig.ge ; cc: v_maisuradze@giec.ge
გთხოვთ გაითვალისწინოთ: ტექნიკური ხასიათის კითხვების დასმა შესაძლებელია არაუგვიანეს 2017 წლის 21.07.2017, 18:00 საათი.
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 28.07.2017, 12:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
- 48300000 დოკუმენტების, გრაფიკული გამოსახულებების შექმნის, გამოსახულების დამუშავების, დაგეგმვისა და წარმადობის გაზრდის პროგრამული პაკეტები
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები